“ტოტენჰემმა” “უოტფორდი” გაანადგურა (ვიდეო)
2017 წლის პრემიერ ლიგა “უოტფორდისა” და “ტოტენჰემის” დაპირისპირებამ გახსნა, რომელიც საკმაოდ დაძაბული უნდა გამომდგარიყო, თუმცა, ნაცვლად ამისა ინგლისელმა გულშემატკივარმა “მამლების” იოლი გამარჯვება იხილა.
ანგარიში მატჩის 27-ე წუთზე, ჰარი კეინმა გახსნა, რომელმაც ექვსი წუთის შემდეგ ანგარიშში სხვაობა ორამდე გაზარდა. რამდენიმე წუთში თავიახალგაზრდა დელე ალიმაც გამოიჩინა, რომელმაცმეორე ტაიმშიც გაიტანა თავისი გოლი. მასპინძელთა მხრიდან კი ერთი გოლის გაქვითვა ქაბულმა, მსაჯის მიერ დამატებულ წუთზე მოახერხა.
შედეგად, პოჩეტინოს გუნდმა აქტივში კიდევ ერთი 3 ქულა ჩაიწერა და ამჟამად 39 ქულით მესამე პოზიციაზე იმყოფება. “უოტფორდი” კი 22 ქულით მე-13-ა. “მამლების” მომდევნო მეტოქე ჩემპიონატის ლიდერი, “ჩელსი” იქნება, “ირმების” – “სტოკ სიტი”.
“უოტფორდი”: გომესი; კეჩკარტი, პროდლი, ქაბული; ჰოლებასი (მეისონი 68′), დუკურე, გედიორა, ამრაბატი (სინქლეარი 76′); კაპუ, იგალო; ტროი დინი
მთავარი მწვრთნელი: უოლტერ მაცარი
“ტოტენჰემი”: ლორისი; ტიპიერი, ალდერვაირელდი, ვიმერი, როუზი (დეივისი 68′); დაიერი, ვანიამა; სონი, ალი (უინქსი 61′), ერიქსენი; ჰარი კეინი (იანსენი 77′)
მთავარი მწვრთნელი: მაურისიო პოჩეტინო
გოლები: ჰარი კეინი 27′ 33′, დელე ალი 41′ 46′