“ტოტენჰემს” პაულინიო გამოაკლდა
ლონდონის “ტოტენჰემის” ნახევარმცველი პაულინიო ტრავმირებულია. ბრაზილიის ნაკრების ფეხბურთელი მეცხრამეტე ტურის მატჩში, “სტოკ სიტის” წინააღმდეგ დაშავდა. შეხვედრა “ტოტენჰემის” გამარჯვებით, 3-0 დასრულდა. პაულინიო კი 62-ე წუთზე შეცვალეს. 25 წლის ფეხბურთელი სავარაუდოდ 4 კვირას იუქმებს.
მიმდინარე სეზონში პაულინიომ 17 მატჩი ჩაატარა და ორი გოლი გაიტანა.