ტოტი: „ვერ ვგრძნობ, რომ 38 წლის ვარ“
„რომას“ კაპიტანმა ფრანჩესკო ტოტიმ „მანჩესტერ სიტისთან“ უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის მატჩის შესახებ ისაუბრა, რომელიც 1:1 დასრულდა და რომელშიც მან ჩინებული გოლი გაიტანა.
„ეს გოლი ისტორიაში შევიდა. იგი გუნდისთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე პირადად ჩემთვის. ჩვენი თამაშით კმაყოფილი ვარ. ჩვენ აქ ღია ფეხბურთის სათამაშოდ ჩავედით და „რომას“ ისტორიაში ევროთასებზე ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩავატარეთ.
დღეს მოგებაც კი შესაძლებელი იყო. 5-6 კარგი მომენტი გვქონდა. თუმცა, არ დაგავიწყდეთ, ჩვენი მეტოქე ძალიან ძლიერი და ორგანიზებული იყო.
ვამაყობ, რომ ყველაზე ასაკოვანი მოთამაშე ვარ, რომელსაც ამ ტურნირის ისტორიაში გოლი გაუტანია. ამაზე გაჩერებას არ ვაპირებ და ვიმედოვნებ, რომ ასე თამაშს გავაგარშელებ. დიახ, 38 წლის ვარ, მაგრამ ასაკს ვერც კი ვგრძნობ“, – განაცხადა ჩესკომ.