ტოტი პრეზიდენტთან განხეთქილებაზე: “სტადიონზე ფეხსაც არ დავადგამ”
“რომას” ლეგენდამ, ფრანჩესკო ტოტიმ, პრესასთან საუბრისას განაცხადა, რომ სანამ კლუბის პრეზიდენტი ჯეიმს პალოტა იქნება, სტადიონზე ფეხსაც არ დაადგამს. შეგახსენებთ, რომ ტოტისა და “ჯალაროსოს” 30-წლიანი ურთიერთობა სწორედ პალოტასთან მომხდარმა უთანხმოებამ დაასრულა.
“სანამ სიტუაცია არ შეიცვლება, “ტრიგორიაზე” ფეხსაც არ დავდგამ. ყოველთვის, როდესაც კრისტიანი სავარჯიშოდ მიმყავს, ჭიშკრის გარეთ ვრჩები. ზოგჯერ მანქანიდანაც არ გადმოვდივარ და ცრემლიც მომდის იმის გახსენებაზე, რომ 30 წლის შემდეგ სატდიონზე ფეხის დადგმაც კი არ შემიძლია.
მე იქიდან წამოვედი, სულ ესაა. კარგი მეგობრები ისევ მყავს გუნდიდან და როდესაც ჭიშკართან ვდგავარ, ისინი გამარჯობის სათქმელად მოდიან. ძალიან ხშირად მთხოვს ჩემი ვაჟი, რომ მისი ვარჯიში ვნახო. მაგრამ არ შემიძლია, ეს გამანადგურებს,” – აცხადებს ტოტი.
ფრანჩესკო ტოტიმ ფეხბურთელის კარიერა “რომაში”, 2017 წლის მაისის თვეში დაასრულა. ტოტიმ კლუბის მაისურით 786 მატჩში მიიღო მონაწილეობა და გაიტანა 307 გოლი.