ტოტი: „რომასთვის“ პრობლემა არასდროს ვიქნები
„რომას“ კაპიტანი ფრანჩესკო ტოტი მის კონტრაქტთან დაკავშირებულ თემას შეეხო.
„სიტუაციის ახსნას ვისურვებდი. კლუბის ხელმძღვანელობისთვის ან სამწვრთნელო შთაბისთვის ჩემთან კონტრაქტის გახანგრძლივება არასდროს მითხოვია.
კლუბი და მფლობელები, ამ მხვრივ, ყოველთვის სწორად მოქმედებდნენ.
„რომასთვის“ პრობლემა არასდროს ვყოფილვარ და ასე მომავალშიც იქნება. მზად ვარ, გუნდს მხარს მოედანზე, სათადარიგოთა სკამიდან და ტრიბუნიდან დავუჭირო. მხარს ასევე ყველას დავუჭერ, ვინც ამ გუნდის მაისურით თამაშობს.
ამ კლუბთან ერთად ყოველთვის დიდი მიზნების მიღწევაზე ვოცნებობდი“, – დაწერა ტოტიმ თავისი „ფეისბუქის“ გვერდზე.