ტოტი: “თუ მესი “რომაში” გადმოვა, მაშინ…”
“რომას” ლეგენდამ, ფრანჩესკო ტოტიმ კლუბის 10-ნომრიან მაისურთან დაკავშირებით გულშემატკივრის შეკითხვას უპასუხა. ტოტის აზრით, “რომამ” 10 ნომერი არ უნდა გააუქმოს.
“ყოველთვის ვამბობდი, რომ ეს ნომერი არ უნდა გაუქმდეს, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილებას კლუბი იღებს. ბევრი ახალგაზრდა, ბევრი ბავშვი ოცნებობს იმაზე, რომ “რომას” 10-ნომრიანი მაისური ჩაიცვას. მეც ეს ოცნება მქონდა, რომელიც საბედნიეროდ, ამისრულდა. შესაბამისად, მე ის უფრო არ მომეწონებოდა, რომ ბავშვებს ოცნების ახდენაში ხელი შევუშალო. თუმცა, ამავდროულად, ისიც უნდა ვიცით, რომ ამ კლუბში 10 ნომრით თამაში ადვილი არავისთვის იქნება.
თუ გუნდში დიდებული ფეხბურთელი მოვა – ახალი ტოტი ან თუნდაც მესი, რაღაც მოსაფიქრებელი გვექნება. მესი რომ “რომაში” გადმოვიდეს, ის ამ ნომერს აუცილებლად აიღებდა. თუ ასე არ მოიქცეოდა, მაშინ ამ ნომერს მას აეროპორტშივე დავახვედრებდი”, – განაცხადა ტოტიმ.
? | Totti on the number 10 Roma shirt and Leo Messi. pic.twitter.com/V5cdue7rYJ
— BarcaTimes Media (@BarcaMediaAcc) July 28, 2018