ტოტიმ კაპიტნის სამკლაური “რომას” აკადემიის ყველაზე პატარა კაპიტანს გაუკეთა (ვიდეო)

თარიღი: მაისი 29, 2017

28 მაისს, “რომას” ლეგენდამ, ფრანჩესკო ტოტიმ “ჯენოასთან” გამართული მატჩის შემდეგ კარიერა დაასრულა. “გლადიატორი” “სტადიო ოლიმპიკოდან” ტაშითა და ცრემლებით გააცილეს.

გაცილების ცერემონიალის ბოლოს, ტოტიმ თავისი კაპიტნის სამკლაური “რომას” აკადემიის ყველაზე პატარა კაპიტანს, 2006 წელს დაბადებულ მატია ალმავივას გაუკეთა.

იხილეთ ვიდეო

მსგავსი სიახლეები