ტოტიმ კარიერა, შესაძლოა, შემდეგ სეზონში დაასრულოს
იტალიური მედია საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც, „რომას“ ხელმძღვანელობა ვეტერან ფრანჩესკო ტოტისთვის ახალი კოტნრაქტის შეთავაზებას არ აპირებს.
„ჯალოროსისთან“ მოქმედი ხელშეკრულება ვეტერანს 2016 წლის ივნისამდე აკავშირებს. „რომას“ ხელმძღვანელები თვლიან, რომ ამ პერიოდამდე ჩესკო კარიერას დაასრულებს და კლუბში ადმინსიტრაციული საქმინობით დაკავდება.
აღსანიშნავია, რომ აქამდე თავად ტოტიმ განაცხადა, რომ თამაში კიდევ სამი წლის განმავლობაში სურს.