ტყემალაძემ გორგოძეს პრეზიდენტობა შესთავაზა – მამუკას პასუხი
რაგბის კავშირის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა, იოსებ ტყემალაძემ განაცხადა, რომ მან არჩევნებამდე პრეზიდენტის პოსტი ვეტერან მორაგბეს, მამუკა გორგოძეს შესთავაზა, რომელმაც ამაზე უარი განაცხადა.
“ირაკლი აბუსერიძეს დიდი ხანია ვიცნობ, ჩვენ ერთ ეზოში გავიზარდეთ. სამივე კანდიდატმა – გოჩა სვანიძემ, ირაკლი აბუსერიძემ და ბაჩო ხურციძემ, კარგად იცის, რომ მათთან მქონდა საუბრები, როგორმე კონსტრუქციულ ჩარჩოებში მოქცეულიყვნენ, იქნებ, სხვა ალტერნატივაზე ეფიქრათ. არ არის დასამალი, იყო მამუკა გორგოძეზე საუბარი. თუმცა, მამუკამ ძალიან კარგა ახსნა, რომ არ არის ჯერ მზად ამისთვის, ტკივა ის, რაც რაგბში ხდება და ამით დააზიანოს როგორც რაგბი, ისე საკუთარი თავი. მენეჯმენტს გამოცდილება სჭირდება, ფინანსებს – მართვა.
ბიჭებთან ერთად თამაშობდა, ნაწილმა, აქეთა მხარემ გაზარდა. ადამიანი, რომელიც ხედავს, რომ იმ მომენტში არ არის მზად ამისთვის, არ უნდა მიიღოს ეს გადაწყვეტილება. მან ამით საკუთარი ლეგენდარულობა, ქართული მამაკაცური სიამაყე კიდევ ერთხელ გამოავლინა. ეს სამწუხაროც იყო, რადგან ეს შეიძლება ყოფილიყო პრობლემის მოგვარების სწრაფი გზა. მე მას შევპირდი, რომ თუ ის ამ ნაბიჯს გადადგამდა, გამგეობაში შევიდოდი და იქიდან მივეხმარებოდი. მან მითხრა, რომ ვიღაცამ თოჯინად მათამაშოსო, არ გამოვაო”, – განაცხადა ტყემალაძემ რადიო Georgian Times-ის ეთერში.