ტყიბულის “მეშახტემ” იაპონელი ნახევარმცველი დაიმატა, რომელიც საქართველოზე ტვიტერზე წერს

თარიღი: აგვისტო 6, 2020

ტყიბულის “მეშახტემ”, რომელიც საქართველოში რანგით მე-3 ლიგაში თამაშობს, იაპონელი  ტაიგა ვატაბე დაიმატა.

28 წლის ვატაბე პოზიციით ნახევარმცველია და გუნდის ღირსებას 2020 წლის ბოლომდე დაიცავს.

კლუბის ოფიციალური Facebook გვერდის ცნობით, იაპონელი “მეშახტეში” გუნდის ყოფილი ფეხბურთელის, საფეხბურთო აგენტ ლევან შავგულიძის დახმარებით მოხვდა.

ტაიგას ბრაზილიაში, იაპონიაში და ტაილანდში უთამაშია. გარკვეული პერიოდი გულრიფშის “კოლხშიც” კი იყო, რაც მისი Twitter-ითაც დასტურდება. მას გამოქვეყნებული აქვს პოსტი თავისი ცხოვრების პერიოდის შესახებ, სადაც მთავარ ფოტოდ საქართველოს დროშა არის გამოხატული. ის საუბრობს ტაილანდზე, ტაილანდში ცხოვრების სირთულეებზე და საქართველოში გამოჩენილ შანსზე.

მას Youtub-ზე საკუთარი არხიც აქვს, სადაც მისი სათამაშო მომენტები აქვს ატვირთული.

მსგავსი სიახლეები