“ტრაბზონსპორის” ფეხბურთელმა მსაჯს წითელი ბარათი უჩვენა
თურქული სუპერ ლიგის ეგიდით გამართულ მატჩში “ტრაბზონსპორი”, რომელიც მოედანზე 7 ფეხბურთელით იყო დარჩენილი, “გალათასარაისთან” დამარცხდა, ანგარიშით 1-2.
მატჩი “ტრაბზონსპორისთვის” ბრწყინვალედ დაიწყო, რამეთუ სტუმრებმა თავიდანვე მოიპოვეს უპირატესობა ერკან ზენგინის გოლით, თუმცა შემდგომში მოვლენები მათ საწინააღმდეგოდ წარიმართა – მას შემდეგ, რაც ოზერ ჰურმაჩმა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მოედანი დატოვა, ლუკას პოდოლსკიმ ანგარიშის გათანაბრება მოახერხა.
აიკუტ დემირი იყო შემდეგი ფეხბურთელი, რომელსაც ორი ყვითელი ბარათის გამო მოედნის დატოვება მოუწია. 86-ე წუთზე კი წითელი ბარათი ლუის კავანდამაც მიიღო უმუტ ბულუტის წაქცევის გამო.
მაშინ, როცა მსაჯი ლუისისთვის წითელი ბარათის ჩვენებას აპირებდა წითელი ბარათი დაუვარდა, რომელც სალიჰ დურუნმა აიღო და მატჩის არბიტრს ცხვირწინ აუფრიალა. შედეგად თურქულ კლუბს, რომელსაც სულ ცოტა ხნის წინ ქართველი თავკაცი წვრთნიდა, მოედანზე 7 კაცით მოუწია დარჩენა, რასაც ინანის მიერ გატანილი გამარჯვების გოლიც მოჰყვა.