“ტრაბზონსპორის” პრეზიდენტს “იუვენტუსის” დამარცხება სურს
თურქული “ტრაბზონსპორის” პრეზიდენტმა, ეთჰემ ჰაჯიოსმანოღლუმ განაცხადა, რომ მის გუნდს “იუვენტუსთან” გამარჯვების ყველა შანსი აქვს. ევროპა ლიგის დღევანდელმა წილისყრამ ეს ორი გუნდი მეთექვსმეტედფინალში შეახვედრა ერთმანეთს.
“ვერ ვიტყვი, რომ წილისყრაში არ გაგვიმართლა. ჯგუფურ ეტაპზე “ლაციოსთან” თამაშების მერე ძალიან მინდოდა პლეი-ოფშიც იტალიურ კლუბი შეგვხვედროდა. ჩემპიონთა ლიგიდან “იუვენტუსი” თურქულმა გუნდმა გამოაგდო, ჩვენი თანამემამულეების დაწყებული საქმე, ჩვენვე უნდა დავამთავროთ . თუ ძალიან მოვინდომებთ, ჩვენს საუკეთესო თამაშს ვაჩვენებთ და “იუვეს” შანსი არ ექნება. ზამთარში გაძლიერებასაც ვაპირებთ.
“ტრაბზონსპორი” იტალიური კლუბების წინააღმდეგ წარმატებულად თამაშობს. ჩვენი ფანები იტალიაშიც არიან. პირველი გასვლითი შეხვედრა კი მცირე, მაგრამ მაინც უპირატესობაა. იქ თუ დადებით შედეგს მივაღწევთ, ტრაბზონში გამარჯვება ჩვენი იქნება” – განაცხადა “ტრაბზონსპორის” პრეზიდენტმა.