ტრაგედია კიბერსპორტში: წაგებულმა ორი მოთამაშე მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა (ვიდეო)
ფლორიდის შტატ ჯექსონვილში თერთკანიანმა მოთამაშემ კიბერსპორტის ერთ-ერთი ტურნირის (Madden NFL 19) მოთამაშეებს ცეცხლი წაგების შემდეგ გაუხსნა. სათამაშო ბარში მისულ პოლიციას სამი გარდაცვლილი ადამიანის გვამი დახვდა. ტურნირის ტრანსლაცია პირდაპირ ეთერში მიმდინარეობდა:
27-ე წამზე ნათლად ჩანს, თუ როგორ არის მიმართული იარაღის წითელი ლაზერი ერთ-ერთ მოთამაშეზე. თვითმხილველების თქმით, დამნაშავემ მინიმუმ 12 გასროლა განახორციელა თავის მოკვლამდე.
დამნაშავე 24 წლის დევიდ კატცი გახლავთ, რომელიც საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე იღებდა მონაწილეობას Madden NFL-ს ტურნირებში. ის გათამაშებას საწყის ეტაპზევე გამოეთიშა.
Congrats to David Katz, the Madden 17 Bills Championship winner!
Thanks for following along, Bills fans. https://t.co/YHJHzlFElc pic.twitter.com/incdEhLxkT
— Buffalo Bills (@buffalobills) February 27, 2017
გავრცელებული ცნობებით, მოკლულია 22 წლის ელი კლეიტონი და 27 წლის ტეილორ რობერტსონი. დაშავებულია ათამდე ადამიანი, თუმცა, საბედნიეროდ, მათ სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.
You guys will ALWAYS be in our hearts, and remembered in our community. <3
Rest In Peace you 2. pic.twitter.com/QShfKqSvl0
— #RIPTrueBoy (@MrGoldenSports) August 27, 2018