ტრაგედიამ პერუში ბავშვთა გუნდის 7 წევრი იმსხვერპლა
პერუში დიდი გლოვაა გამოცხადებული – ავტობუსი, რომელსაც ერთ-ერთი სკოლის საფეხბურთო გუნდი გადაჰყავდა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სავალი გზიდან გადავიდა.
ბოლო მონაცემებით გარდაცვლილია 14-წლამდელთა გუნდის შვიდი წევრი და დაშავებულია 11 მგზავრი, მათ შორის ათი ამავე სკოლის გუნდის “ტორიბო როდრიგეს მენდოსას” ახალგაზრდული გუნდის მოთამაშე გახლავთ.
ეს ყველაფერი ამასონასის რეგიონში მოხდა. ახალგაზრდა ბიჭების გუნდი ჩაჩაპოიას ფედერალური თასის ფინალში სათამაშოდ მიდიოდა. ჯანი ინფანტინომ უკვე გამოუცხადა თანაგრძობა დაღუპულთა ოჯახებს.