ტრამპი: “ლებრონი ინტერვიუში ჭკვიან ადამიანად წარმოაჩინეს, რაც ადვილი არ არის”
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპა სოციალურ ქსელ “თვითერში” “ლოს ანჯელეს ლეიკერსის” კალათბურთელ ლებრონ ჯეიმსთან დაკავშირებით პოსტი გამოაქვეყნა.
ჯეიმის ოჰაიოში სკოლის გახსნას ესწრებოდა, რის შემდეგაც მას CNN-ის ჟურნალისტმა, დონ ლემონმა ინტერვიუ ჩამოართვა. ინტერვიუს დროს, ლებრონმა თქვა, რომ ტრამპი ამერიკელი ხალხის ერთმანეთთან დაპირისპირებას ცდილობს. აშშ-ის პრეზიდენტი სწორედ ამ კომენტარს გამოეხმაურა, ბოლოს კი ისიც დაამატა, რომ მას მაიკლ ჯორდანი ურჩევნია.
“ცოტა ხნის წინ, ტელევიზიის ყველაზე სულელმა წარმომადგენელმა, დონ ლემონმა ლებრონ ჯეიმსს ინტერვიუ ჩამოართვა. მან ლებრონი ჭკვიან ადამიანად წარმოაჩინა, რაც ადვილი გასაკეთებელი არ არის. მე მაიკი მომწონს!”, – წერს ტრამპი.
Lebron James was just interviewed by the dumbest man on television, Don Lemon. He made Lebron look smart, which isn’t easy to do. I like Mike!
— Donald J. Trump (@realDonaldTrump) August 4, 2018