ტრანსფერები მუნდიალამდე გაკეთდება
დევიდ მოიესმა დაადასტურა, რომ კლუბი შეეცდება მსოფლიო ჩემპიონატამდე გააკეთოს რამდენიმე ტრანსფერი.
“რაც შეეხება ჩვენს სატრანსფერო მიზნებსა და გეგმებს, ისინი უკვე ფორმულირებულია. როგორც კი დამინახავს პრესა რომელიმე მატჩზე, მაშინვე სამ-ოთხ ფეხბურთელს უკავშირებს “იუნაიტედის” სახელს. უმეტესად ეს სინამდვილეს არ შეესაბამება. მაგრამ ყველამ იცის, რომ ჩვენ გაძლიერება გვჭირდება და ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე ვართ კონცენტრირებულნი”
“სიტუაცის ის ართულებს, რომ ბევრი მოთამაშე მსოფლიო ჩემპიონატზე მიდის. ეს გვაიძულებს პირველობაზე გამგზავრებამდე მოვაგვაროთ მათთან საქმე. რთულია რაიმე გარანტიის მოცემა, მაგრამ შევეცდებით რამდენიმე ფეხბურთელი მსოფლიო ჩემპიონატამდე შევისყიდოთ” – აცხადებს მოისეი.
წყარო: მანჩსტერ იუნაიტედის ფანკლუბი საქართველოში – http://redarmy.ge/