ტრანსფერი არ შედგა – “აინტრახტმა” “ლაციოს” ელექტრონული ფოსტის არასწორი მისამართი გაუგზავნა
რომის “ლაციოს” ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს ფრანქფურტის “აინტრახტის” შემტევის, ფილიპ კოსტიჩის შეძენა სურდა. იტალიურ კლუბში გადასვლა თავად სერბ ფეხბურთელსაც უნდოდა, მაგრამ ტრანსფერს ხელი უჩვეულო რამ შეუშალა.
საქმე იმაშია, რომ “აინტრახტმა” “ლაციოს” ელექტრონული ფოსტის არასწორი მისამართი მისცა. რომაელებს ოფიციალური შეთავაზება მეილზე უნდა გაეგზავნათ, მაგრამ რადგანაც ეს მისამართი არასწორი იყო, ტრანსფერი არ შედგა.
იტალიური მედიის ცნობით, სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე, “ლაციო” ძალიან აქტიურობდა, თუმცა ფერმანული კლუბის წარმომადგენლებმა ფეხბურთელის შესანარჩუნებლად უცნაურ ხრიკს მიმართეს. რომაელებმა “აინტრახტს” კოსტიჩის სანაცვლოდ 10.2 მილიონი ევრო შესთავაზეს, ეს წინადადება მათ მეილზე გააგზავნეს, თუმცა “აინტრახტში” აცხადებენ, რომ მათ შემოთავაზება არ მიუღიათ.
კოსტიჩი “აინტრახტის” ღირსებას 2018 წლიდან იცავს. 28 წლის შემტევს სხვადასხვა დროს “გრონინგენში”, “შტუტგარტსა” და “ჰამბურგში” უთამაშია.