ტრაპატონიმ ირლანდიის ნაკრების თავკაცის პოსტი დატოვა
ირლანდიის ეროვნულ ნაკრებში გამოცდილი იტალიელი მწვრთვნელის ჯოვანი ტრაპატონის კარიერა დასასრულს მიუახლოვდა.
დღეს, ირლანდნიის ფეხბურთის ასოციაციამ დაადასტურა, რომ 74 წლის სპეციალისტთან გაწყვიტა კონტრაქტი. მასთან ერთად ნაკრებს მისი ასისტენტი მარკო ტარდელიც დატოვებს. ნაკრების მთავარი მწვრთვნელის მოვალეობის შემსრულებლის სახელს კი ასოციაცია ჯერჯერობით არ ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ ტრაპატორონი ირლანდიელებს 2008 წელს ჩაუდგა სათავეში. ტიერი ანრის მიერ საკამათო გატანილი გოლის შემდეგ კი მისმა გუნდმა 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლა ვერ მოახერხა. თუმცა, 2012 წლის ევროპის ჩემპიონატზე ირლანდიელებმა გასვლა შეძლეს, თუმცა პოლონეთსა და უკრაინაში ასპარეზობას ჯგუფურ ეტაპზე გამოეთიშნენ.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე საკვალიფიკაციო ეტაპზე ირლანდიამ რვა ჩატარებულ შეხვედრაში მხოლოდ 11 ქულის დაგროვება მოახერხა და ავსტრიასთან გუშინდელი მარცხის შემდეგ ბრაზილიის მუნდიალზე გამგზავრების ყველანაირი შანსი დაკარგა. თავის ოფიციალურ განცხადებაში ტრაპატონიმ გულშემატკივრესა და თავის კოლეგებს მადლობა გადაუხადა.
აქვე გეტყვით, რომ სულ მალე, დიდი ალბათობით, ირლანდიის ნაკრებს მარტინ ო’ნილი ჩაიბარებს.
ალექსანდრე მატევოსოვი