ტრეზეგე „იუვენტუსში“ დაბრუნებასთან ახლოსაა
დავიდ ტრეზეგე, რომელმაც გასულ კვირას მოთამაშის კარიერა დაასრულა, დიდი ალბათბით, სულ მალე ტურინის „იუვენტუსის“ სტრუქტურაში მუშაობას დაიწყებს. გაზეთ „L’Equipe“-სთან საუბრისას, დავიდმა ტურინული კლუბის ხელმძღვანელებთან მოლაპარაკების დაწყება დაადასტურა.
„საქმე კლუბის მსოფლიოს მასშტაბით იმიჯს ეხება“, – აცხადებს ტრეზეგე.
როგორც ცნობილია, ექს-ფეხბურთელი „იუვეს“ წარმომადგენლებს უკვე ოთხშაბათს შეხვდება.
ცნობისთვის, ფეხბურთელის სტატუსით დავიდმა საფრანგეთისა და იტალიის ჩემპიონატები ორ-ორჯერ მოიგო. „იუვენტუსთან“ ერთად იგი ჩემპიონთა ლიგის ფინალისტი იყო, საერთაშორისო დონეზე კი მსოფლიოს 1998 წლის ჩემპიონი და 2000 წლის ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა.