ტრიუმფი თანამეგობრობის თასზე
დინამო თბილისმა 2004 წლის იანვარში მორიგი საერთაშორისო ტიტული მოიპოვა. ათი წლის შემდეგ გავიხსენოთ, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის თასის მეთორმეტე გათამაშება, რომელიც დინამო თბილისმა დაუმარცხებლად, ჩემპიონის მედლებით დაასრულა. 2004 წლის 17–25 იანვარს მოსკოვმა, დსთ– ს თასის გათამაშებას უმასპინძლა. ტურნირის გამარჯვებული საქართველოს ჩემპიონი- დინამო თბილისი გახდა, რომელსაც იმჟამად ხორვატი სპეციალისტი– ივო შუშაკი წვრთნიდა. გამართული წილისყრის შემდეგ ქართველ ფეხბურთელებს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ყირგიზული ჟაშტიკის, ლატვიური სკონტოს და ყაზახური პავლოდარისწინააღმდეგ მოუწიათ თამაში.
ჯგუფური ეტაპის პირველი მატჩი დინამოელებმა 17 იანვარს ჟაშტიკის წინააღმდეგ გამართეს და მეტოქე გამანადგურებელი ანგარიშით 7:1 დაამარცხეს. ყირგიზული გუნდის კარში ორ–ორი გოლი უმცროსმა ვიტალი დარასელიამ და ლადო ბურდულმა გაიტანეს, თითო გოლით კი სანდრო იაშვილი, რატი ალექსიძე და დავით კვირკველია გამოირჩნენ. აღნიშნულ მატჩში თბილისელთა შემადგენლობა ასეთი გახლდათ:
გვარამაძე, კანდელაკი, შაშიაშვილი, კვირკველია, ახალაია, გოგობერიშვილი, დარასელია, ბურდული,ანჩაბაძე, ალექსიძე, იაშვილი
ჯგუფური ეტაპის მეორე მატჩი 18 იანვარს შედგა. ფინალის რეპეტიცია, დინამო თბილისსა და რიგის სკონტოს შორის გამართული მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა. ლატვიურ გუნდს გოლები სანდრო იაშვილმა და ლევან მელქაძემ გაუტანეს. ივო შუშაკმა ლატვიური გუნდის წინააღმდეგ შემდეგი შემადგენლობა ათამაშა:
გვარამაძე, კანდელაკი, შაშიაშვილი, კვირკველია, ახალაია, გოგობერიშვილი, დარასელია, ბურდული,ანჩაბაძე (კარლოს და როჩა), ალექსიძე, იაშვილი (მელქაძე)
ჯგუფური ეტაპის დასკვნითი ტურის შეხვედრა დინამომ 20 იანვარს პავლოდარის ირტიშის წინააღმდეგ გამართა და მეტოქეს ორბურთიანი სხვაობით 5:3 სძლია. ვიტალი დარასელიამ, გიორგი ანჩაბაძემ, რატი ალექსიძემ, ლადო ბურდულმა და გიორგი შაშიაშვილმა თითო გოლი გატანეს. ყაზახური გუნდის წინააღმდეგ თბილისელთა გუნდი ასე წარსდგა:
გვარამაძე (მამალაძე), ახალაია (ხმალაძე), შაშიაშვილი, კანდელაკი (წერეთელი), კვირკველია (გ. ჩიტაია),ბურდული, გოგობერიშვილი, დარასელია (სახვაძე), ანჩაბაძე (კარლოს და როჩა), ალექსიძე, მელქაძე (ბობოხიძე)
ჯგუფური ეტაპის წარმატებით დაძლევის შემდეგ დინამო თბილისი ტურნირის 1/4 ფინალში ბელორუსის გომელს დაუპირისპირდა. 22 იანვარს მოსკოვში გამართული შეხვედრა დინამოელთა დამაჯერებელი გამარჯვებით 4:1 დასრულდა. რატი ალექსიძემ, ლევან მელქაძემ, გიორგი შაშიაშვილმა და ვიტალი დარასელიამ თითო გოლი გაიტანეს. დინამომ შემდეგი შემადგენლობით იასპარეზა:
გვარამაძე, ახალაია (ხმალაძე), შაშიაშვილი, კანდელაკი, კვირკველია, კარლოს და როჩა (გ. ჩიტაია),დარასელია, ბურდული, გოგობერიშვილი, ალექსიძე, მელქაძე (სახვაძე)
23 იანვარს ნახევარფინალურ მატჩში დინამომ მოლდოვის საუკეთესო გუნდი- ტირასპოლის შერიფი მინიმალური სხვაობით 2:1 დაამარცხა. ალექსანდრე გოგობერიშვილისა და უმცროსი ვიტალი დარასელიას გოლების წყალობით დინამომ ფინალურ მატჩში მონაწილეობის უფლება მოიპოვა. ივო შუშაკმა მოლდოველთა წინააღმდეგ შემდეგი შემადგენლობა ათამაშა:
გვარამაძე, ახალაია, შაშიაშვილი, კანდელაკი, კვირკველია, ბურდული, გოგობერიშვილი, დარასელია,ანჩაბაძე, ალექსიძე, მელქაძე (ბობოხიძე)
ფინალური შეხვედრა 25 იანვარს გაიმართა. მიმდინარე ტურნირზე დინამო თბილისისა და რიგის სკონტოს გზები მეორედ გადაიკვეთა. ჯგუფურ ეტაპზე დინამო და სკონტო საყაიმო ანგარიშით 2:2 დაშორდნენ ერთმანეთს, ფინალურ მატჩს კი გამარჯვებული უნდა გამოევლინა. დსთ– ს თასის მეთორმეტე გათამაშების გადამცყვეტი დაპირისპირების პირველი ნახევარი საყაიმო შედეგით 1:1 დასრულდა. მეორე ტაიმი კი ქართველი ფეხბურთელების უპირატესობით წარიმართა, თბილისელებმა მეტოქის კარი ორჯერ დალაშქრეს, საპასუხოდ კი ბურთი არ გაუშვიათ. საფინალო ანგარიში 3:1 დაფიქსირდა, დინამო თანამეგობრობის თასის გათამაშების გამარჯვებული გახდა. ლატვიური გუნდის კარში გოლები ვიტალი დარასელიამ, რატი ალექსიძემ და დავით კვირკველიამ გაიტანეს. ფინალურ მატჩი დინამომ ასეთი შემადგენლობით ითამაშა:
გვარამაძე, ახალაია, შაშიაშვილი, კანდელაკი, კვირკველია, ბურდული, გოგობერიშვილი, დარასელია,ანჩაბაძე, ალექსიძე, მელქაძე (ბობოხიძე)
აღნიშნულ ტურნირზე დინამოს მეათე გამოსვლა წარმატებული გამოდგა. ქართულ გუნდთაგან დსთ– ს თასზე ჩემპიონის ტიტული პირველად და უკანასკნელად დინამო თბილისმა მოიპოვა. 2004 წლის გათამაშებაზე ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი 6 გატანილი გოლით უმცროსი ვიტალი დარასელია გახდა. დღემდე თანამეგობრობის თასის გათამაშების ისტორიაში ათ საუკეთესო გოლეადორს შორის დინამოს ორი ფეხბურთელი – მიხეილ ყაველაშვილი (14 გოლით) და გელა ინალიშვილი (11 გოლით) არიან.
FCDinamo.GE