ტროი დინი: “ვარჯიშები იწყება, მაგრამ მე ვარჯიშს არ ვაპირებ”

თარიღი: მაისი 19, 2020

“უოტფორდის” კაპიტანი, ტროი დინი აცხადებს, რომ ჯერჯერობით ის ვარჯიშის განახლებას არ აპირებს, რადგან არ სურს საკუთარი ოჯახის წევრებს ჯანმრთელობის პრობლემები შეუქმნას.

როგორც იცით, პრემიერ ლიგის გუნდებმა დღეს საკუთარ ბაზებზე არაკონტაქტური ვარჯიშები განაახლეს.

დინი აცხადებს, რომ მის შვილს სუნთქვასთან დაკავშირებული პრობლემები გააჩნია, ამიტომაც გუნდთან ერთად ვარჯიშს თავს არიდებს.

“არ მინდა, რომ ვირუსი სახლში მივიტანო. ჩემი შვილი ხუთი თვისაა და მას სუნთქვის გაძნელება აქვს. არ მინდა, რომ მას უფრო მეტი საფრთხე შევუქმნა. შინ იმავე ჭუჭყიანი ტანისამოსით უნდა დავბრუნდე. თუ ჩემი ტანსაცმელი ჩემი შვილის ან მეუღლის სამოსთან ერთად მოხვდება, რისკი კიდევ უფრო გაიზრდება. მამა, ბებია და და ბაბუა დავკარგე… დავკარგე თითქმის ყველა, ვისზეც ვზრუნავდი. ამიტომ, ჩემთვის ჯანმრთელობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე რამდენიმე ფუნტი შარვლის უკანა ჯიბეში

ჩვენი გუნდი ვარჯიშებს ამ კვირაში იწყებს, მაგრამ მე ვთქვი, რომ სავარჯიშო პროცესში არ ჩავერთვები. პრემიერ ლიგის კლუბების კაპიტნებისა და სამედიცინო ექსპერტების შეხვედრაზე ვიმყოფებოდი. მე იქ მარტივი შეკითხვა დავსვი. ფერადკანიანი, აზიელი და სხვა ქვეყნიდან ჩამოსული ფეხბურთელები, უფრო მეტად სავარაუდოა, რომ დაინფიცირებულები იყვნენ, არის დამატებითი ზომები მიღებული იმისათვის, რომ მათ განსაკუთრებული გამოკვლევა ჩაუტარდეთ? არა.

ივლისის შუა რიცხვებამდე სილამაზის სალონში ვერ წავალ და ვარცხნილობას ვერ შევისწორებ, მაგრამ მოედანზე, საჯარიმოში 19 ადამიანთან ერთად უნდა ვიყო და ბურთისათვის ვიბრძოლო. შეკითხვაზე ვერავინ მპასუხობს, რადგან მათ პასუხის გაცემა არ უნდათ. ამის მიზეზი კი ისაა, რომ მათ ინფორმაცია არ აქვთ. მე კი ვამბობ – თუ თქვენ ინფორმაცია არ გაქვთ, რატომ უნდა გავრისკო?” – ციტირებს 31 წლის თავდამსხმელის სიტყვებს “ბიბისი”.

როგორც ცნობილია, პრემიერ ლიგის განახლება ივნისში იგეგმება. რაც შეეხება ტროი დინის, კლუბს მასთან დაკავშირებით პრობლემა არ გააჩნია.

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

კოლუმბიურმა გუნდმა მატჩი შვიდი ფეხბურთელით ჩაატარა

უჩვეულო ფაქტი დაფიქსირდა კოლუმბიის ჩემპიონატის უმაღლეს დივიზიონში. საფეხბურთო კლუბ “აგილას დორადასში” კოვიდაფეთქება მოხდა. გუნდში 16 [&hel...
წაკითხვა
ფეხბურთი

წულუკიანი: “ქართველი კაცების მხრიდან ჩვენი ფეხბურთელების ბულინგი ცოტა გადამეტებულია&

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის ახალმა მინისტრმა, თეა წულუკიანმა კომენტარი საქართველოს საფეხბურთო ნაკრებზე გააკეთა. “ფეხბურთი [&...
წაკითხვა
ფეხბურთი

სუდანელი მსაჯი თავდასაცავად მატჩზე ძაღლით მივიდა

სუდანის ჩემპიონატის მესამე დივიზიონში მომუშავე ერთ-ერთმა არბიტრმა თავდასაცავად საკუთარი ძაღლის გამოყენება გადაწყვიტა. მატჩის მიმდინარეობისას გერმანული...
წაკითხვა
ფეხბურთი

ბელარუსულმა კლუბმა ზედიზედ სამი მარცხის შემდეგ გუნდი კოლმეურნეობაში გაუშვა

ბელარუსის ჩემპიონატში საწყის სამი ტურში განცდილი სამი მარცხის შემდეგ ბრესტის “რუხის” ხელმძღვანელობამ მთელი გუნდით კოლომეურნეობას […...
წაკითხვა
ფეხბურთი

პოჩეტინომ მსოფლიოს საუკეთესო კლუბი დაასახელა

“პარი სენ-ჟერმენის” მთავარმა მწვრთნელმა მაურისიო პოჩეტინომ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ ეტაპზე მიუნხენის “ბაიერნის” წინააღმდ...
წაკითხვა
ფეხბურთი

აგენტი: “პსჟ” ნეიმარის სანაცვლოდ 150 მილიონს და სამ ფეხბურთელს ითხოვდა”

“ბარსელონას” სკაუტების სამხრეთ ამერიკული დანაყოფის ყოფილი მეთაური, ანდრე კიური, პრესასთან საუბრისას ნეიმარის ტრანსფერის საკითხზე საუბრობს. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

პირლომ თავისი სადებიუტო სეზონი ათქულიანი სისტემით შეაფასა

ანდრა პირლომ ტურინის “იუვენტუსის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე ჩატარებული სადებიუტო სეზონი შეაფასა. როგორც იცით, პირლომ “ბიანკონერიR...
წაკითხვა
ფეხბურთი

ნოიერი დარწმუნებულია, რომ “ბაიერნს” “პარი სენ-ჟერმენის” დამარცხება

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის განმეორებით მატჩამდე მიუნხენის “ბაიერნის” კარის დარაჯმა, მანუელ ნოიერმა, პრესასთან ისაუბრა. შეგახსე...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ბლაუგრანას” ყოფილი სკაუტი: “ვინისიუსი ამბობდა, რომ “ბარსელონას

“ბარსელონას” სკაუტების სამხრეთ ამერიკული დანაყოფის ყოფილი მეთაური, ანდრე კიური, პრესასთან საუბრისას ვინისიუს ჟუნიორთან შემდგარ კონტაქტს [&...
წაკითხვა
ფეხბურთი

სამი კანდიდატურა – ვინ შეცვლის მბაპეს “პარი სენ-ჟერმენში”?

უცხოურ პრესაში აქტიურად იწერება ინფორმაცია კილიან მბაპეს “რეალში” გადაბარგების შანსების ზრდასთან დაკავშირებით. როგორც ცნობილი ხდება, [&hel...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლუკას ვასკესისთვის სეზონი დასრულებულია

მადრიდის “რეალის” ოფიციალური ვებ-გვერდი ადასტურებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც ლუკას ვასკესის მიერ “ბარსელონასთან” მატჩსი მ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობის მისაღებად ვაქცინაცია აუცილებელი იქნება?

უცხოურ პრესაში გავრცელებულ უახლეს ცნობებს თუ დავეყრდნობით, უეფას სამედიცინო კომისიის წევრები აქტიურად მსჯელობენ კორონავირუსის საწინააღმდეგო […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

მოურინიო: “ასეთი შედეგი არ დაგვიმსახურებია”

ლონდონის “ტოტენჰემის” მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ, “მანჩესტერ იუნაიტედთან” საშინაო არენაზე განცდილი მარცხის (1:3) შემდ...
წაკითხვა
ფეხბურთი

“თუ წესები არ იცი, მოგვიანებით აგიხსნი” – მსაჯი ლიონელ მესის

10 აპრილს, ლა ლიგის 30-ე ტურში მადრიდის “რეალი” საკუთარ მოედანზე “ბარსელონას” დაუპირისპირდა და მეტოქე 2:1 […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლევან კორღალიძემ “საბურთალო” დატოვა

“საბურთალო” მთავარმა მწვრთნელმა ლევან კორღალიძემ დატოვა. დღეს ეროვნული ლიგის მე-8 ტურში “საბურთალომ” 0-2-დან ამოუქაჩა “შ...
წაკითხვა