“წაგებას არ ვიმსახურებდით” – რუმინეთის ნაკრების მწვრთნელი
რუმინეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მირელ რედოიმ განაცხადა, რომ მისი გუნდი საქართველოსთან მარცხს არ იმსახურებდა.
“გამარჯვება ყველას გვინდოდა, მაგრამ ამისათვის საგოლე მომენტების შექმნა და გამოყენებაა საჭირო. ინგლისთან მატჩის წინ, გამარჯვება ფსიქოლოგიურად ძალიან დაგვეხმარებოდა. ვფიქრობ, რომ დღეს წაგებას არ ვიმსახურებდით. მეტოქეს სივრცეებს ვაძლევდით, ქართველი ფეხბურთელების სისწრაფემ კი გამაკვირვა.
საქართველოსთან და სომხეთთან წაგებული მატჩების შემდეგ, ახლა ყველა იმაზე ფიქრობს, რა მოხდება ინგლისთან გასამართ შეხვედრაში. საჭიროა, რომ რამდენიმე კომპონენტი გამოვასწოროთ”, – ციტირებს მირელ რედოის სიტყვებს gsp.ro.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა რუმინეთი სტუმრად 2:1 დაამარცხა. მასპინძელთა კარში გოლები გიორგი მიქაუტაძემ და გიორგი აბურჯანიამ გაიტანეს.