მალდინების ოჯახმა სერია A-ში 1000 მატჩი დააგროვა
“მილანის” ნახევარმცველი, დანიელ მალდინი, “იუვენტუსთან” მატჩში 81-ე წუთიდან ჩაერთო. თუმცა იმ დროისთვის შეხვედრის გადარჩენა წარმოუდგენლად რთული იყო და “როსონერი” 1:3 დამარცხდა.
ეს დანიელ მალდინისთვის რიგით მეექვსე მატჩი იყო “მილანის” მაისურით სერია A-ში. 19 წლის ფეხბურთელის შედეგის წყალობით, მალდინების დინასტიას “მილანის” მაისურით სერია A-ს 1000 მატჩში აქვთ მონაწილეობა მიღებული.
როგორც იცით, დანიელი ჩეზარე მალდინისა და პაოლო მალდინის შთამომავალია. ჩეზარეს “როსონერის” მაისურით იტალიის ჩემპიონატში 347 მატჩი აქვს ჩატარებული, ხოლო პაოლოს – 647.
1000 – Thanks to Daniel Maldini’s match against Juventus tonight, the #Maldini’s dynasty has now played 1000 games with #Milan in #SerieA (647 Paolo, 347 Cesare and 6 Daniel). DNA.#MilanJuve pic.twitter.com/QfeoQgxrir
— OptaPaolo (@OptaPaolo) January 6, 2021