წასვლის დრო მოვიდა? – ჯანლუიჯი ბუფონის შეცდომები “რეიმსთან” მატჩში (ვიდეო)

თარიღი: მაისი 25, 2019

24 მაისს, საფრანგეთის ლიგა 1-ის ბოლო ტურში “რეიმსმა” საკუთარ მოედანზე ჩემპიონი “პარი სენ-ჟერმენი” მიიღო და ანგარიშით 3:1 გაიმარჯვა.

მასპინძლებმა ამ შეხვედრაში სულ სამჯერ დაარტყეს და სამივე შემთხვევაში გოლი გაიტანეს. უნდა აღინიშნოს პარიზელთა გამოცდილი მეკარის, ჯანლუიჯი ბუფონის არადამაჯერებელი თამაში. შეიძლება ითქვას, 41 წლის კარის დარაჯი საკუთარ თავს არ ჰგავდა.

“რეიმსის” პირველი გოლი – ბუფონს ბურთი ფეხებს შორის გაუძვრა

“რეიმსის” მეორე გოლი – ბუფონმა ბურთი ვერ მოიგერია

“რეიმსის” მესამე გოლი – ბუფონი წინ იყო გამოსული, საკუთარი გუნდი კი გაშვებული გოლისაგან ვერ იხსნა

მსგავსი სიახლეები