ცენტრალური შეხვედრა დინამო არენაზე
საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მე-13 ტურის ცენტრალურ მატჩში, თბილისის “დინამომ” გორის “დილას” უმასპინძლა.
მატჩი მაღალ ტემპში დაიწყო და გუნდებმა პირველივე წუთებზე გაცვალეს მომენტები. ჯერ მოდებაძეს შეეძლო გატანა, ხოლო მერე დინამოელ დორინ გოგას ჰქონდა კარგი შანსი.
ანგარიში კი მე-18 წუთზე გაიხსნა. მასპინძლებმა კუთხური მოიპოვეს. გოგას ჩამოწოდებულს გიორგი გველესიანი გამოეხმაურა და მორიგი გოლი გაიტანა. ეს ახალგაზრდა მცველის მესამე შედეგიანი დარტყმაა მიმდინარე ჩემპიონატში.
გოგოს 32-ე კვლავ შეეძლო გატანა, თუმცა მას ხელი ნუკრი რევიშვილმა შეუშალა, რომელმაც საკმაოდ კარგი მატჩი ჩაატარა.
გორელებმა კი საკუტარი შანსი გამოიყენეს. 43-ე წუთზე დანიშნული საჯარიმო დარტყმა, გოლად ოთარ ხიზანეიშვილმა აქცია. გამოცდილმა მცველმა უძლიერესი დარტყმით გაუტანა თავის ყოფილ გუნდს.
მეორე ნახევარი მასპინძელთა დომინირებით მიმდინარეობდა. თუმცა საგოლე მომენტების შექმნა თბილისელებს უჭირდათ. “დილა” კარგად იცავდა თავს და სახიფათო კონტრშეტევებსაც ანხორციელებდა.
ბოლო წუთებში დინამოელები შტურმზეც კი გადავიდნენ, თუმცა გოგამ და ვუომ მომენტები ვერ გამოიყენეს. კვლავ დამაჯრებელი იყო რევიშვილი.
საბოლო ჯამში ლოგიკური ფრე 1-1.
პრესკონფერეციაზე მწვრთნელებმა მატჩი ასე შეაფასეს:
დუშან უჰრინი – მატჩი ჩვენთვის კარგად დაიწყო, ვიგებდით, თუმცა მეტოქე საჩუქარი გავუკეთეთ და მათაც მოახერხეს ანგარიშის გათანაბრება. ჩვენ დავკარგეთ ორი ქულა. ბევრი მომენტი გვქონდა მეორე ტაიმში, თუმცა გოლის გატანა ვეღარ მოვახერხეთ. სატურნირო ცხრილიდან გამომდინარე, საბოლოო ჯამში მაინც კმაყოფილი ვარ, ვინაიდან უახლოეს მდევართან ოთხ ქულიანი უპირატესობა გვაქვს. მომდევნო შეხვედრა ჩვენთვის მეტად მნიშვნელოვანია და აუცილებლად უნდა მოვიგოთ.
რამაზ სოღოლაშვლი – თამაში მართლაც საინტერესო გამოდგა. ბოლო წლებია, გორის დილას და დინამოს დაპირისპირება ერთობ საინტერესოა. დინამოსა და დილას დაპირისპირება ძალიან დიდ ინტერესს იწვევს საფეხბურთო სამყაროში. ვფიქრობ, დღევანდელი მატჩის ანგარიში ლოგიკურია. ჩემმა ფეხბურთელებმა ბოლომდე იბრძოლეს და ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რათა ქულა მოგვეპოვებინა. სატურნირო ცხრილიდან გამომიდნარე, თოთეულ ქულას დიდი მნიშვნელობა აქვს. დღეს მოპოვებულმა ქულამ ერთი ნაბიჯით წინ წაგვწია. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, გეტყვით, რომ დილა არა მხოლოდ ექვსეულისთვი, არამედ მედლების მოსაპოვებლადაც იბრძოლებს. რაც შეეხება დინამოს, ფაქტია, რომ დღეს საუკეთესო გუნდია ჩვენ ჩემპიონატში და ამას სატურნირო ცხრილიც მოწმობს. დინამოს წარმატება მინდა ვუსურვო საშინაო და საერთასორისო ასპარეზზე.
24.11.2013
დინამო არენა.
დინამო 1-1 დილა
გოლები: გველესიანი 18′ , ხიზანეიშვილი 43′
დინამო: ლორია, სეთურიძე, გველესიანი, კვარაცხელია, კვირკველია, გრიგალაშვილი, ხმალაძე, ძარია, მერებაშვილი, გოგა, დვალი.
სათადარიგოები: ვუო, ჩისკო, გლიშიჩი, უსტარიცი, მიგინეიშვილი, პაპავა, ხურცილავა
დილა: რევიშვილი, ხიზანეიშვილი, თომაშვილი, კვახაძე, ალადაშვილი, გურული, მაისურაძე, ბოლქვაძე, დოლიძე, გორელიშვილი, მოდებაძე.
სათადარიგოები: შეყრილაძე, გაბარაევი, აბურჯანია, ქვილიტაია, კობახიძე, ფილიევი, სადაღაშვილი.