ცენტრალური შეხვედრა “ქუთაისმა” მოიგო

თარიღი: აპრილი 12, 2014

სუპერლიგის რეგულარული ჩემპიონატის ბოლო ტურის ცენტრალური შეხვედრა “დინამოსა” და “ქუთაისს” შორის შედგა. მასპინძლებს პირველი პოზიცია გარანტირებული ჰქონდათ, ხოლო “ქუთაისი” გამარჯვების შემთხვევაში მესამე ადგილზე გადადიოდა.

მატჩი დაწყებისთანავე რამდენიმე წამში შეწყდა. მასპინძელთა გულშემატკივრებმა მოედანზე ლენტები ისროლეს და პიროტექნიკა გამოიყენეს. საქმეში დაცვის ჩარებამ კი, ფიზიკური დაპირისპირება გამოიწვია გულშემატკივრებსა და წესრიგის დამცველებს შორის, რომელიც რამდენიმე წუთს გაგრძელდა.

შეხვედრის დებიუიტი “დინამოს” მცირე ლიდერობით აღინიშნა. თბილისურ კლუბს გამყრელიძე და მილოშევიჩი მიუძღვებოდნენ წინ. თუმცა, აღსანიშნავია, რომ სტუმრები მასპინძლებს დიდი უპირატესობის მოპოვების საშუალებას არ აძლევდნენ. შემდეგ კი, საერთოდაც წინ გავიდნენ, რაც პირველ რიგში დვალიშვილის შედეგიანი თამაშის დამსახურებაა. პირველი მეოთხედი “ქუთაისმა” მოიგო – 16:17.

მეორე პერიოდი მილოშევიჩის ეფექტური დანქით დაიწყო, რასაც დიდიამ შესანიშნავი სამიანით უპასუხა. კარგად ჩაერთო თამაშში ჭოჭუა, რომლის ზუსტი ტყორცნების შედეგად თბილისელები კვლავ დაწინაურდნენ და ტაიმის ბოლო 5 ქულიანი უპირატესობაც მოიპოვეს – 35:30.

შესვენების შემდეგ მოედანზე სიტუაცია შეიცვალა. “დინამოს” ლიდერები სტევან მილოშევიჩის თამადობით ვერაფერს ვერ ახერხებდნენ მოწინააღმდეგის ფართან. მილოშევიჩთან ერთად ინტერტული იყო კარტერიც. მიუხედავად იმისა, რომ ქათაისელთა ძირითადმა ცენტრმა დვალიშვილმა მეოთხე ფოლი მიიღო და სკამზე გადაინაცვალ, დინამოელთა ლეგიონერების მეტოქის ფარზე მოსალოდნელი დომინირება არ შედგა. ქუთაისელებმა უპირატესობა მოიპოვეს და გადამწყვეტი მეოთხედის წინ 50-43-ს იგებდნენ.

ბოლო პერიოდი ორმხრივი შეცდომებით დაიწყო. მასპინძელთა მხრიდან ჭოჭუა აქტიურობდა მხოლოდ მისის და რამდენიმე სხვა მოთამაშის მცდელობა საკმარისი არ აღმოჩნდა შეხვედრის მოსაგებად. გიორგი ბარბაქაძის, დვალიშვილი და მნიშნველოვან მომენტებში ფაშაევის ზუსტი თამაშის წყალობით ამ შეხვედრის მოგება მოახერხეს. ბოლო წამებზე “დინამოელებს” მსაჯებთანაც ჰქონდათ პრეტენზიები და ალბათ სამართლიანადაც. დარჩენილი იყო 7 წამზე ოდნაც ნაკლები, როდესაც სხვაობა 2 ქულა იყო და ბურთით ქუთაისელები იყვნენ. “დინამოს” მოთამაშეებმა ჯარიმის აღება განიძრახეს, თუმცა ამის გაკეთება მსაჯების აზრით მხოლოდ მესამე ცდაზე შეძლეს, რაც საკმაოდ მნიშნველოვანი წამების დაკარგვას ნიშნავდა. გაცუდებლი ჯარიმების შემდეგ “დინამოს” შესატევად 1 წამი რჩებოდა.

“ქუთაისმა” ამ გამარჯვებით მესამე ადგილი მოიპოვა და პლეი ოფში “სოხუმს” დაუპირისპირედება.

სტატისტიკა

მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია

ირაკლი ხოშტარია(,,დინამოს’’ მთავარი მწვრთნელი): პირველ რიგში, მივულოცავ ,,ქუთაისს’’ გამარჯვებას და ვუსურვებ წარმატებებს. რაც შეგვეხება ჩვენ, ფაქტია, რომ ვერ ვითამაშეთ. კონცენტრაცია გვაკლდა და ამაზე მეტყველებს 20 დაკარგვა.  პირველი ადგილი განაღდებული გვქონდა და, ალბათ, ამის ბრალია იყო, რომ მოვემზადებით პლეიოფებისთვის, ახლა ყველაფერი თავიდან იწყება.

მედეა მხეიძე(,,ქუთაისის’’ მწვრთნელი): მადლობას ვეტყვი ჩემს ბიჭებს, მობილიზაცია მოახდინეს, გუნდური თამაში აჩვენეს და ბოლომდე იბრძოლეს. რა თქმა უნდა, იყო შეცდომები, თუმცა მაინც სწრაფი, ლამაზი და ემოციური შეხვედრა გამოვიდა. ძირითადი დატვირთვა ჩვენს გამთამაშებლებზე მოდიოდა, თუმცა კონკრეტულად ვერავის გამოვარჩევ, გუნდურად ვითამაშეთ. საინტერესო მეოთხედფინალური სერია გველის, მართლაც, ყველაფერი თავიდან დაიწყება.

მიხეილ ჭოჭუა(,,დინამო’’): ვულოცავ ,,ქუთაისს’’, ბიჭებმა იბრძოლეს და გაიმარჯვეს. მესამე პერიოდში მოვეშვით და ამან განაპირობა მატჩის ბედი.

რევაზ დიდია(,,ქუთაისი’’): საკმაოდ კარგად ვითამაშეთ, ბოლომდე ვიბრძოლეთ. თავიდან ერთ-ერთზე დავიწყეთ, შემდეგ კი ზონაზე გადავედით და ამან გაამართლა. ანგარიშიც მეტყველებს, რომ ბრძოლის ხარჯზე გავიმარჯვეთ.

IMG_9703IMG_9716IMG_9708IMG_9763IMG_9765IMG_9720IMG_9816IMG_9807IMG_9781

IMG_0097IMG_0080IMG_0068IMG_0043IMG_9817IMG_9849

 

მარიამ ნიშნიანიძის ფოტოები

მსგავსი სიახლეები
კალათბურთი

ილიას ზუროსმა ეროვნული ნაკრების კანდიდატები და ახალი ასისტენტები დაასახელა

საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირისთვის მზადებას იწყებს. ეროვნული გუნდის შეკრება 16 […]...
წაკითხვა
კალათბურთი

თორნიკე შენგელია ესპანეთის ჩემპიონატის წლის საუკეთესო კალათბურთელად დასახელდა (ფოტო, ვიდეო

“ბასკონიას” კალათბურთელი, თორნიკე შენგელია ესპანეთის ჩემპიონატის წლის საუკეთესო კალათბურთელად დაასახელეს. ლიგა ენდესას წლის საუკეთესო მოთა...
წაკითხვა
კალათბურთი

გოგა ბითაძის ბრწყინვალე მატჩი G ლიგაში – ქართველს სამმაგ დუბლამდე ცოტა დააკლდა (ვიდე

“ინდიანა პეისერსმა” გოგა ბითაძე NBA-ს G ლიგაში მოასპარეზე “ფორტ ვეინ რედ ანტსში” მესამედ გაანათხოვრა. გოგამ […]...
წაკითხვა
კალათბურთი

შენგელიამ “ბასკონიას” “ბარსელონასთან” ბრწყინვალე ჩატენვით მოაგებინ

2 იანვარს საკალათბურთო ევროლიგის მე-17 ტურში თორნიკე შენგელიას “ბასკონიამ” საკუთარ კედლებში “ბარსელონა” 76:74 დაამარცხა. ̶...
წაკითხვა
კალათბურთი

შერმადინმა იფრინა – 32 ქულა “გრან კანარიას” წინააღმდეგ! (ვიდეო)

21 დეკემბერს, ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატში ქართული დერბი შედგა. გიორგი შერმადინის “იბეროსტარ ტენერიფე” საკუთარ კედლებში ბექა [&helli...
წაკითხვა
კალათბურთი

გოგა ბითაძის ბლოკი ჯარენ ჯექსონის წინააღმდეგ (ვიდეო)

26 ნოემბერს, NBA-ში გოგა ბითაძის “ინდიანა პეისერსი” საკუთარ კედლებში “მემფის გრიზლისს” დაუპირისპირდა და 126:114 გაიმარჯვა. [&h...
წაკითხვა
კალათბურთი

რა უქნეს “ინდიანას” კალათბურთელებმა გოგა ბითაძის ავტომობილს (ვიდეო)

“ინდიანა პეისერსის” კალათბურთელები გუნდის ახალგაზრდა მოთამაშეს, გოგა ბითაძეს გაეხუმრნენ. მათი მსხვერპლი ავტოსადგომზე მყოფი ქართველი ცენტრი...
წაკითხვა
კალათბურთი

გოგა ბითაძის 7 ქულა “მილუოკის” წინააღმდეგ (ვიდეო)

17 ნოემბერს, გოგა ბითაძის “ინდიანა პეისერსი” აღმოსავლეთ კონფერენციის ერთ-ერთ ლიდერ “მილუოკი ბაქსთან” 83:102 დამარცხდა. ახალგაზ...
წაკითხვა
კალათბურთი

გოგა ბითაძე “ჰიუსტონთან” 6 ქულით დაბრუნდა (ვიდეო)

16 ნოემბერს, გოგა ბითაძის “ინდიანა პეისერსი” სტუმრად “ჰიუსტონს” დაუპირისპირდა და 111:102 დამარცხდა. ქართველი კალათბურთელი ტრავ...
წაკითხვა
კალათბურთი

შერმინატორი! – რა გააკეთა გიორგი შერმადინმა ესპანეთის ჩემპიონატის მატჩში (ვიდეო)

ესპანეთის ჩემპიონატის გასულ ტურში გიორგი შერმადინის “ტენერიფე” საკუთარ კედლებში “ბურგოსს” დაუპირისპირდა და 85:82 გაიმარჯვა. შე...
წაკითხვა
კალათბურთი

თორნიკე შენგელიამ მეტოქის კალათში ბურთი საკუთარი ნახევრიდან ჩააგდო (ვიდეო)

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატში თორნიკე შენგელიას “ბასკონია” სტუმრად “ობრადოიროს” უპირისპირდება. პირველი მეოთხედის დასასრულ...
წაკითხვა
კალათბურთი

სამწუხარო ამბავი – გოგა ბითაძე “დეტროიტ პისტონსთან” მატჩს გამოტოვებს

“ინდიანა პეისერსის” ქართველი ცენტრი, გოგა ბითაძე დღეს “დეტროიტ პისტონსის” წინააღმდეგ ვერ ითამაშებს. “ინდიანას” ოფი...
წაკითხვა
კალათბურთი

გოგა ბითაძის პირადი რეკორდი NBA-ში – 13 ქულა 20 წუთში (ვიდეო)

7 ნოემბერს, “ინდიანა პეისერსმა” საკუთარ კედლებში “ვაშინგტონ ვიზარდსი” მიიღო და 121:106 გაიმარჯვა. ამ შეხვედრაში “ინდიანა...
წაკითხვა
კალათბურთი

როგორ ეხმაურებიან უცხოელი ქომაგები გოგა ბითაძის თამაშს “ჩიკაგო ბულსის” წინააღმ

4 ნოემბერს, გოგა ბითაძემ NBA-ს მატჩში, სასტარტო ხუთეულში პირველად ითამაშა. გოგას “ინდიანა პეისერსი” საკუთარ კედლებში […]...
წაკითხვა
კალათბურთი

რატომ იზრდის გოგა ბითაძე წვერს? – ქართველი კალათბურთელის სახალისო პასუხი ჟურნალისტს

ამერიკელი ჟურნალისტი ტონი ისტი სოციალურ ქსელში გოგა ბითაძესთან დაკავშირებით სახალისო პოსტს აქვეყნებს. მან “კლივლენდ კავალიერსსა” […...
წაკითხვა