ცენტრალურმა გამარჯვებული ვერ გამოავლინა
დღეს, უმაღლესი ლიგის მეშვიდე ტურის ოთხი მატჩი გაიმართა. ცენტრალური შეხვედრა გორში შედგა, სადაც ადგილობრივმა “დილამ” თბილისის “დინამოს” უმასპინძლა. შეხვედრა, განსაკუთრებით კი მისი მეორე ტაიმი სტუმართა ტერიტორიული უპირატესობით წარიმართა, თუმცა საბოლოოდ გატანილი გოლების გარეშე დასრულდა. ისე კი, ანგარიშის გახსნის შანსი ორივე გუნდს ჰქონდა.
კიდევ ერთი საინტერესო მატჩი რუსთავის “ფოლადზე” შედგა. “მეტალურგმა” “ზესტაფონს” უმასპინძლა. გამარჯვებულის გამოვლენა ვერც აქ მოხერხდა, თუმცა გორული მატჩისგან განსხვავებით რუსთავში გამართული დაპირისპირება უფრო სანახაობრივი გამოდგა. ანგარიში მატჩის დებიუტში სტუმრება, გიორგი ფანცულაიას გოლით გახსნეს და 85-ე წუთამდე იგებდნენ კიდეც. თუმცა, შეხვედრის დასრულებამდე 5 წუთით ადრე ვარლამ კილასონიამ ორ წუთში დუბლი გაიფორმა და საკუთარი გუნდი დააწინაურა. “ზესტაფონმა” გათანაბრება მაინც შესძლო. 90-ზე ლევან შარიქაძემ პენალტი ზუსტად შეასრულა.
დილა 0-0 დინამო
მეტალურგი 2-2 ზესტაფონი
გოლები: ფანცულაია 16′ (0:1); ვარლამ კილასონია 85′ ; 86′ (2:1); შარიქაძე 90′ (2:2)
კოლხეთი 1-0 სიონი
გოლი: სიჭინავა 7′
ვიტ ჯორჯია 2-2 გურია
გოლები: შალამბერიძ 7′ (0:1); კურდღელაშვილი 25′ (1:1); ლობჯანიძე 27′ (2:1); ჟვანია 82′ (2:2)