ცენტრალურში “დინამომ” მოიგო
უმაღლესი ლიგის ტური და სეზონის ერთ-ერთი ცენტრალური შეხვედრა “დინამო არენაზე” შედგა, სადაც თბილისის “დინამომ” უახლოეს მდევარ “ზესტაფონს” უმაპსნიძლა და მინიმალური ანგარიშით დაამარცხა.
მატჩი სტუმარტა ტეროტორიული უპირატესობით დაიწყო. გეგუჩაძის გუნდი მოედნის ცენტრში და საჯარიმოს მისადგომებთან ბურთს კარგად აკონტროლებდა და საკმაოდ კომბინაციურ ფეხბურთს თამაშობდა, თუმცა საგოლე მომენტებამდე საქმე არ მისულა.
“დინამოელები” იშვიათად გადადიდონენ გააზრებულ შეტევებში. პირველი მეტნაკლებად საფიხათო მომენტი 29-ე წუთზე მერებაშცილი – მარცვალაძის კომბინაციას მოჰყვა. თუმცა, ოთარის დარტყმა სუსტი აღმოჩნდა. ტაიმის ბოლო მასპინძლებმა კიდევ ორი მომენტი შემქნეს. პირველ შემთხვევაში “ზესტაფონი” შარიქაძემ იხსნა და დინამოელებს გოლის გატანის საშუალება არ მისცა. 45-ე წუთზე კი მარცვალაძემ მკერდით ჩამოიყო ბურთი და მიწაზე დაუშვებლად დაარტყა კარში, თუმცა პავლოვიჩი ადგილზე იყო.
მეორე ნახევარში გუნდებმა სიფრთხილეს მოუმატეს. 51-ე წუთზე ძარიამ გაისროლა შორიდან. ბურთი მცირე მანძილით ასცდა კარს. დაახლოებით იგივე დისტანიციიდან დაემუქრა ლორიას კარს გეწაძე – ისევ არაზუსტად.
73-ე წუთზე კი შეხვედრაში ერთადერთი გოლი გავიდა. ოთარ მარცვალაძის შესანიშნავი დარტყმის შემდეგ პავლოვიჩი უძლური იყო.
გოლიდან ერთ წუთში სტუმრებს ანგარიშის გათანაბრების საშუალება მიეცათ. საბანაძის დარტყმა ლორიამ კარის ხაზზე მოიგერია. ზესტაფონელები შეტევაში წავიდნენ, თუმცა რეალური კვლავ ვერაფერი ვერ შექმნეს. ბოლო წუთებში აღსანიშნავია დარკო გლიშიჩის ორი დარტყმა, შეცვლაზე შემოსული პაპუნაშვილი აქტიური თამაში და “ზესტაფონელთა” ანგარიშის გათანაბრების უშედეგო მცდელობები.
მატჩის შემდეგ
გია გეგუჩაძე: ვულოცავ დინამოს გამარჯვებას. როგორ მოსალოდნელი იყო, საკმაოდ დაძაბული თამაში გამოვიდა. პირველი ტაიმი კარგად ჩავატარეთ, თუმცა მეორე ტაიმში მოვდუნდით და გოლიც გავუშვით. გათანაბრების შანსი გვქონდა, მაგრამ ვერ გამოვიყენეთ. ერთი შეცდომა გადამწყვეტი გამოდგა. ჩვენი მიზანი მიმდინარე ჩემპიონატში ევროსაგზურის მოპოვებაა
მალხაზ ჟვანია: დაძაბული თამაში გამოვიდა. პირველ ნახევარში გაგვიჭირდა, მოწინააღმდეგემ ბურთის ფლობაში გვაჯობა. ამას გავუძელით და მეორე ტაიმში უკვე ჩვენ მოვიპოვეთ ინიციატივა, რასაც შედეგი მოჰყვა.
დინამო: ლორია, იანსე, რეხვიაშვილი, გველესიანი, კვირკველია, გორგიაშვილი (პაპუნაშვილი 58′) , პაპავა, ძარია, მერებაშვილი (გლიშიჩი 77′), ჩისკო, მარცვალაძე (მოდებაძე 88′)
მწვრთნელი: მალხაზ ჟვანია
ზესტაფონი: პავლოვიჩი, ღონღაძე, ჭელიძე, ფერეირა, გურული, ჭანტურიშვილი (ფანცულაია 76′), შარიქაძე, კუხიანიძე (ჭანკოტაძე 64′), დოლიძე (ტატანაშვილი 86′), გეწაძე, საბანაძე.
გოლი: მარცვალაძე 73′
დღის მეორე შეხვედრაში “მეტალურგმა” – “ჩიხურას” უმასპინძლა და 2:0 მოუგო. გოლები საჯაიამ და გიგაურმა გაიტანეს.