ცესკ ფაბრეგასის ტრანსფერი თავად “მილანის” თავკაცმა დაბლოკა
იტალიური “მილანის” თავკაცმა, ვინჩენცო მონტელამ მთავარი როლი ითამაშა იმ საქმეში, რომელიც ლონდონის “ჩელსის” 29 წლის ნახევარმცველის, ცესკ ფაბრეგასის ტრანსფერის დაბლოკვას ითვალისწინებდა.
შეგახსენებთ, რომ “როსონერის” კაპიტანმა იტალიისა და ესპანეთის ეროვნულ ნაკრებებს შორის გამართულ დაპირისპირებაში მძიმე ტრავმა მიიღო, რის გამოც 6 თვით მოუწევს უქმობა. ეს კი მილანელების ნახევარდაცვისთვის დიდ პრობლემას წარმოადგენს.
“ჩვენ ისეთ ფეხბურთელს ვეძებთ, რომელსაც სწორედ ისეთი თვისებები აქვს, როგორიც მონტოლივოს ჰქონდა, რომელსაც ნახევარდაცვაში თამაშთან ერთად, ოპერატიულად შეეძლება დაცვაში ჩასვლაც.
ფაბრეგასი? ის ამგვარი თვისებებით არ გამოირჩევა.
ვფიქრობ, რომ ჩვენი კაპიტნის ჩანაცვლება შეუძლებელია. ის ისევე როგორც მოედანზე, ასევე მოედნის გარეთაც ლიდერია. ეს ჩვენთვის უდიდესი დანაკლისი იქნება.”