ცეცაძე: ”უამრავი შეცდომა დავუშვით”
30 ივნისს, ქართულმა გუნდებმა ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები გამართეს. საკუთარი თამაში ჩაატარა ”სამტედიამაც“. საქართველოს ვიცე-ჩემპიონი ბაქოში, ადგილობრივ ”გაბალას” ესტუმრა. დაპირისპირება აზერბაიჯანელთა გამარჯვებით 5:1 დასრულდა.
”სამტრედიას” მთავარმა მწვრთნელმა გია ცეცაძემ აღნიშნული შეხვედრის შემდეგ კომენტარი გააკეთა.
”სამწუხაროდ, კარგი ფეხბურთის ჩვენება ვერ მოვახერხეთ. ამაში ხელი ”გაბალამ” შეგვიშალა, მეტოქე კარგად გამოიყურებოდა.
გუშინდელ მატჩში დაცვაში უამრავი შეცდომა დავუშვით, რითაც ”გაბალამ” ისარგებლა და ჩვენს კარში ხუთი გოლის გატანა მოახერხა. სიმართლე გითხრათ, ასეთი ანგარიშით დამარცხებას არ მოველოდი.
რა თქმა უნდა, ბაქოში განცდილი დიდი წარუმატებლობისა, შანსი მაინც გვექნება,” – განაცხადა გია ცეცაძემ.
შეგახსენებთ, რომ ”სამტრედია” – ”გაბალას” განმეორებითი ორთაბრძოლა 7 ივლისს, ზესტაფონში გაიმართება.