ცეცაძის უცნაური გადაწყვეტილება – რატომ დატოვა გუნდი თითქმის ყველა ლეგიონერმა?
ქუთაისის “ტორპედო” ახალი სეზონისთვის საკმაოდ გაძლიერდა და ჩემპიონობის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი იქნება, მაგრამ გუნდში მხოლოდ 2 ლეგიონერია, პრაქტიკულად ერთი (კარაგუნისი) – დინო ჰამზიჩი 6 წელია საქართველოში თამაშობს და ქართულიც კარგად იცის.
“ტორპედოში” ცეცაძის მოსვლამდე ფადი ზიდანი, დმიტრი რეკიში, ტუიჩიბაევი, ალეკ მუდიმუ, სამუელ ინკუმი და მეჰდი ბუკასი თამაშობდნენ.
ზიდანს “ტორპედოს” ეროვნულ ლიგაში დარჩენაში დიდი წვლილი აქვს შეტანილი, ინკუმს 2 მსოფლიო ჩემპიონატზე აქვს ნათამაშები, მუდიმუ კი ზიმბაბვეს ნაკრების ძირითადის წევრი იყო აფრიკის თასზე.
როგორც ცნობილია, მიუხედავად რამდენიმე ლეგიონერის წარმატებული ასპარეზობისა, ცეცაძემ ხელმძღვანელობას პირდაპირ მიუთითა, რომ ლეგიონერებთან მუშაობა არ სურდა და 6-ვე მათგანმა ქუთათური გუნდი დატოვა.
ცეცაძე საკმაოდ თავისებური ტიპის მწვრთნელია. მაგალითად, ყველა კლუბში, სადაც მიდის გიორგი არაბიძე მიჰყავს. იმავეს აკეთებდა გიორგი ჭანტურიაზეც, რომელთან ერთად ბოლოს “საბურთალოში” მივიდა, თუმცა ფეხბურთელებთან დაპირისპირების გამო გუნდი დატოვა.