ცეზარ ჩოჩელი ძიუდოისტებზე: “ისინი პირად საკითხებზე მომმართავდნენ, ძიუდოს პრობლემებზე – არა”
საქართველოს ძიუდოს ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, ცეზარ ჩოჩელმა ბოლოდროინდელ ამბებთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ ისაუბრა. მისი თქმით, ძიუდოისტები მას პირად საკითხებზე აწუხებდნენ, ძიუდოში არსებულ პრობლემებზე კი მისთვის არასოდეს მიუმართავთ.
“ძიუდო ერთ-ერთი წამყვანი სპორტის სახეობაა საქართველოში, რომლის დაკნინება და შეურაცხყოფა ჩემთვის მიუღებელია. მე ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ეს ლაქა, რომელიც ბოლო დროს მოეცხო ძიუდოს, იყოს განეიტრალებული.
მე ამ ბიჭებთან შეხვედრა რამდენჯერმე მქონდა. მათ დავუსვი შეკითხვა – თუ ეს პრობლემები არსებობდა, რატომ მანამდე არ მოიტანეს ეს პრობლემები ჩემთან, იმ დროს, როცა ბევრი მათგანი ჩემთან მოსულა პირად, ოჯახურ, საყოფაცხოვრებო, ბიზნეს თუ სხვა საქმეებთან დაკავშირებით? ბევრ მათგანს დავხმარებივარ და რატომ არ მომმართეს იმ შემთხვევაში, თუ ძიუდოში პრობლემები არსებობდა? მათი პასუხი იყო, რომ ვერ შემაწუხეს. ადამიანები, რომლებიც დროს ნახულობდნენ იმისათვის, რომ თავიანთი პირადი საქმეებისთვის შევეწუხებინე, როგორ ვერ გამონახეს დრო საქვეყნო საქმისთვის, რომელიც ჩვენი, ქართული გენის ერთ-ერთი გამოხატულებაა?”,
იხილეთ ცეზარ ჩოჩელის სრული ინტერვიუ