წინასაახალწლო ოვერტაიმი დინამოსთან

თარიღი: დეკემბერი 28, 2013

თბილისის “დინამო” ახალ, 2014 წელს ამაღლებული განწყობით ხვდება. ყველაზე ტიტულოვანი ქართული კლუბი, რომელიც 2003 წლის შემდეგ ქვეყნის ჩემპიონი აღარ გამხდარა, მიმდინარე სეზონში ტიტულის მოგების უმთავრესი კანდიდატია. დინამოელებმა სუპერლიგის პირველ წრეში მხოლოდ 1 მარცხი განიცადეს, 3 დღის წინ კი ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალი არსებობის ისტორიაში პირველად მოიგეს. გუნდის ბირთვს გამოცდილი მოთამაშეები შეადგენენ, თუმცა “დინამოში” არაერთი პერსპექტიული ახალგაზრდაა, რომლებიც ნელ-ნელა ეჩვევიან  სუპერლიგაში თამაშს და ხელმძღვანელობასაც მათი მომავლის ეიმედება. ჩვენი რუბრიკა “ოვერტაიმის” 2013 ბოლო სტუმრები სწორედ დინამოელები არიან. ეროვნული ნაკრების ყოფილ და მოქმედ წევრებთან – ლაშა გაყრელიძესა და ბესო ლეჟავასთან ერთად ჩვენ “დინამოს” ახალგაზრდა წევრ, გიორგი ორმოცაძესაც გავესაუბრეთ…

ზურაბ საკანდელიძე-მიხეილ ქორქიას მემორიალი

 

გიორგი გამყრელიძე: ორი ლეგენდარული კალათბურთელის სახელობის მემორიალია და ჩვენთვის ამ ტურნირში მონაწილეობა ყოველთვის საპატიო და სასიამოვნოა. რაც შეეხება უშუალოდ თამაშებს, ჯგუფური ეტაპი ადვილად გავიარეთ, რადგან შსს აკადემია 20-წლამდელთა გუნდით ასპარეზობდა. „რუსთავიც“ ახალგაზრდა გუნდია, ასე რომ წინასწარ ვიცოდით, რომ ფინალში უნდა გვეთამაშა, სადაც  ძლიერი მეტოქე გვეყოლებოდა. ასეც აღმოჩნდა. მომზადებულნი ვიყავით, თუმცა რაღაც ჩავარდნებიც გვქონდა როგორც დაცვაში ისე თავდასხმაში. საბოლოოდ, ყველაფერი წარმატებულად ჩამთავრდა. მემორიალი მოვიგეთ, სუპერლიგის პირველი წრეც პირველ ადგილზე დავასრულეთ და საკმაოდ კარგი განწყობით ვხვდებით ახალ წელს.

ბესიკ ლეჟავა: პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ თასის მოგება. დიდი ხნის შემდეგ  “დინამო“ კვლავ დაუბრუნდა ლიდერობას და ამ მემორიალის მოგება ჩვენთვის დიდი სტიმული იყო, რათა შემდგომში უფრო მეტი წარმატებისთვის ვიბრძოლოთ და მეტი ტიტული შევმატოთ დინამოს.

გიორგი ორმოცაძე: 3 წელია “დინამოში“ ვარ და ამ მემორიალამდე არცერთი ტიტული გვქონდა მოპოვებული, პლეიოფებშიც ვერ გავდიოდით, წელს კი ყველაფერი რადიკალურად შეიცვალა და უფრო სერიოზული მიზნები გვაქვს. იმედია, რომ ეს მემორიალი კიდევ უფრო დიდი წარმატების დასაწყისია.

ს უ პ ე რ ლ ი გ ა

გიორგი გამყრელიძე:  წელს არ არის ისეთი ხასისხი, როგორიც 1-2 წლის წინ იყო. პირველ რიგში იმიტომ, რომ გასულ წელს ბევრად მეტი ლეგიონერი თამაშობდა და ისინი ძალიან მაღალი კლასის მოთამაშეები იყვნენ, თან უფრო მეტი გუნდი იყო თანაბარი ძალის. ახლა უფრო გამოკვეთილ ფავორიტად „დინამო“ მიიჩნევა. უკეთესი იქნებოდა, მეტ გუნდს ეასპარეზა და ჩემპიონატიც უფრო დაძაბული გამოსულიყო. ყველაფერი მაინც ფინანსებზეა დამოკიდებული და იმედია სუპერლიგის მომავალ სეზონში უფრო ძლიერი გუნდები ითამაშებენ.  გუნდებმა კარგი მოთამაშეები უნდა შეინარჩუნონ, ლევანა ფაცაცია, ლაშა ფარღალავა და სხვები უცხოეთში წავიდნენ. ასეთი დონის მოთამაშეების შენარჩუნება მართალია რთულია, მაგრამ აუცილებელი. ამ შემთხვევაში სუპერლიგის ხარისხიც ზემოთ აიწევს  და თამაშებიც უკეთესი საყურებელი იქნება.

ვფიქრობ, ლეგიონერები საჭიროა. ახალ ველოსიპედს დღეს აღარავინ  იგონებს. ევროპაში ყველგან ასეა – გერმანიაში, იტალიაში… საქართველოში არც იმდენად ბევრი მოთამაშეა, რომ გუნდი მაღალი დონის კალათბურთელებით შეავსო. აქედან გამომდინარე, გუნდში მინიმუმ 2 უცხოელი მოთამაშეა საჭირო. „ბათუმის“ მაგალითი ავიღოთ, 3 ლეგიონერი დაიმატეს და გუნდს უკვე სერიოზული ამბიციები აქვს, ჩემპიონობისთვის იბრძვის და ეს ძალიან მისასალმებელია. მაყურებელიც აქტიურად დადის თამაშებზე, დარბაზი ივსება. ეს განსაკუთრებით საჭიროა რეგიონებისთვის. რუსთავის გუნდს ძალიან დიდი ისტორია აქვს, არაერთხელ გამხდარან ჩემპიონები  და ახლა ასეთ კრიზისში არ უნდა იყვნენ. მიმაჩნია, რომ ლეგიონერების მეშვეობით გაცილებით უკეთესი ჩემპიონატი გვექნება.

ბესიკ ლეჟავა: დავამატებდი იმას, რომ სეზონის დასაწყისში ,,შსს აკადემიას’’ და „არმიას“ არ შეეძლოთ ლეგიონერების ჩამოყვანა. ეს ძალიან ცუდია, რადგან მეტნაკლებად ყველა გუნდს სჭირდება ლეგიონერებით შევსება, რათა ჩემპიონატის დონემაც აიწიოს და გუნდში მოთამაშეებს შორის ჯანსაღი კონკურენცია იყოს, ეს ჩემპიონატზეც გადავა და ხარისხიც მოიმატებს. ძალიან კარგი იქნება, თუ ყველა გუნდი გაძლიერდება ლეგიონერებით და სასურველია, ძლიერმა ქართველმა კალათბურთელებმა აქ ითამაშონ და დაეხმარონ სუპერლიგას.

ზოგადად ვფიქრობ,რომ მეტი ყურადღება და დაფინანსებაა საჭირო სპორტის მიმართ.

გიორგი ორმოცაძე: პირველ რიგში, თამაშების რაოდენობაა ცოტა. ასევე შემცირდა გუნდების რაოდენობაც შარშანდელთან შედარებით. ამ ყველაფრის მოწესრიგებას, რა თქმა უნდა, ფინანსები სჭირდება და ვინმემ უფრო მეტი ყურადღება უნდა გამოიჩინოს. აუცილებელია, კიდევ უფრო განვითარდეს ასაკობრივი ჩემპიონატები და ეს მომავალში სუპერლიგის დონის აწევაზეც აისახება. 2008 წლიდან, რაც სუპერლიგისა და ასაკობრივი ვებ-გვერდები შეიქმნა, 16-წლამდელების ჩემპიონატიდან მოყოლებული, სიტუაცია ბევრად დალაგებული და გამოსწორებულია.  თვითონ მოთამაშეების დამოკიდებულება და მოტივაციაც შეიცვალა. ადრე სტატისტიკაც არ არსებობდა, ბავშვებს არ ჰქონდათ ელემენტარული პირობები, დარბაზში გათბობა არ იყო და ა.შ. წინსვლა არის, თუმცა უფრო მეტია საჭირო. ის ბიჭები, რომლებიც ახლა თამაშობენ, მეტი პასუხისმგებლობით ეკიდებიან თავიანთ საქმეს,  ვიდრე იგივე ჩემი თაობა იყო, რადგან ჩემპიონატები ბევრად უკეთაა ორგანიზებულია.

დ ი ნ ა მ ო

გიორგი გამყრელიძე:  ,,დინამოში” ახალი მოსული ვარ. გუნდში ძალიან კარგი ბიჭები დამხვდნენ.  მილოჩევიში საქართველოში თამაშობდა და უკვე  შეგუებულია სიტუაციას და იცის, რა ხდება. კარტერიც ფაქტობრივად, ქართველია J პესიჩიც მშვენივრად შეეწყო გუნდს. ყოველთვის ვამბობ, რომ თუ გუნდში კარგი სიტუაციაა, ის წარმატებას აუცილებლად მიაღწევს.  ჩვენთან სწორედ ასეა.  ყველა ყველას მეგობარია, ერთმანეთს პატივს ვცემთ, გვერდში ვუდგავართ და ეს თამაშებზეც ჩანს. თუ რაიმეს მოგების პრეტენზია გაქვს, პირობებიც უნდა გქონდეს ამის მისაღწევად. ის რაც საზღვარგარეთ ელემენტარულია, ჩვენთვის ბევრს ნიშნავს და ჩვენი მენეჯმენტი და ხელმძღვანელობა მართლაც ყველაფერს აკეთებს გუნდისთვის. ჩვენთან დისციპლინაც მაღალ დონეზეა.

ბესიკ ლეჟავა: გუნდში მართლა ძალიან კარგი, მეგობრული სიტუაციაა. ყველას გვესმის ერთმანეთის. პესიჩისთვის პირველი წელია საქართველოში და საკმაოდ კარგად შეეწყო ყველაფერს. ხელმძღვანელობა ისეთ ატმოსფეროს გვიქმნის გუნდში, რომ მოედანზე ასეთი განწყობით გავდიოდეთ და წარმატებისთვის ვიბრძოლოთ. ეს მისასალმებელი და ძალიან სასიამოვნოა. ხშირად გუნდებს აკლიათ ხელმძღვანელობისგან ყურადღება, ჩვენ კი  ყველანაირი პირობა გვაქვს. ეს ალბათ შედეგებიდანაც ჩანს.  აქ ყველა თავის საქმეს აკეთებს და თანაც მაღალ დონეზე.  ყველას პროფესიონალური მიდგომა აქვს საქმის მიმართ.

გიორგი ორმოცაძე: მოთამაშეებს შორის ძალიან კარგი ურთიერთობა და დამოკიდებულებაა. გიორგი, ბესო და მიშა ისეთი მოთამაშეები არიან, რომლებიც მეგობრულად შემოვიდნენ ახალგაზრდებთან ურთიერთობაში. ნამდვილად ერთი ოჯახი ვართ.

ევრობასკეტი

ბესიკ ლეჟავა: ნაკრებში თამაში ჩემთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა და ყოველთვის ამაყი ვარ, როცა ჩემი ქვეყნის სახელით ვთამაშობ. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის ამ ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა. ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე. ისეთი გუნდების და ისეთი კალათბურთელების წინააღმდეგ ვითამაშე, რომლებსაც ადრე მხოლოდ ტელევიზორში ვუყურებდი. ეს ჩემთვის დიდი სტიმული იყო.

ნაკრების გამოსვლას დადებითად შევაფასებდი, რადგან ფაჩულიას და შენგელიას სახით დიდი დანაკლისი გვქონდა. ბიჭებმა ბოლომდე ვიბრძოლეთ. მაქსიმუმი გავაკეთეთ. მაყურებელს ალბათ ახსოვს, რომ ყველა თამაშზე ბოლომდე დავიხარჯეთ. ერთადერთი თამაში იყო ჩეხეთთან, როცა დიდი ანგარიშით წავაგეთ. დანარჩენ ყველა თამაშში თანაბარი ბრძოლა იყო, ესპანეთი კი რა თქმა უნდა სხვა დონეა. ჩეხეთთან გუნდი უკვე გადაღლილი იყო, რადგან ძირითადი დატვირთვა 6-7 მოთამაშეზე მოდიოდა, რომლებსაც დიდი ხანი უწევდათ მოედანზე ყოფნა. გრაფიკიც ძალიან დატვირთული გვქონდა, 6 დღეში 5 თამაში გვიწევდა, ძალიან რთულია სპორტსმენისთვის ზედიზედ ძლიერ გუნდებთან თამაში და ამის გაძლება, დაღლილობამაც თავისი როლი ითამაშა. ვერ აღიდგინეს ბიჭებმა ძალები. ყველას უნდოდა გავსულიყავთ, მაგრამ სპორტი  ასეთია –  ხან წააგებ, ხან მოიგებ.

გიორგი გამყრელიძე:  გულით ვგულშემტკივრობდი ბიჭებს, მსურდა გაგვემეორებინა მაინც  ევრობასკეტის წინა შედეგი, როცა 12 საუკეთესო გუნდში გავედით. ორი წამყვანი მოთამაშე აკლდა გუნდს და ამან დიდი გავლენა იქონია. მიუხედავად ამისა,  ბიჭებმა ყველაფერი გააკეთეს და თავი არ დაზოგეს ძალიან  პატარა სკამით. ვფიქრობ, მეტიც უნდა ეთამაშათ ბიჭებს. თუ მიგყავს ახალგაზრდები, მეტი სათამაშო დროც უნდა მისცე.  ხუთ მატჩს ვერანაირად  გაუძლებდა მხოლოდ 5-6 კაცი, რაც არ უნდა მომზადებული იყოს გუნდი. როგორც ვნახეთ, ევრობასკეტზე ყველა გრძელი სკამით ასპარეზობდა.

ბესიკ ლეჟავა: ხორვატიასთან რომ მოგვეგო, უკვე 1 ნაბიჯით გასულები ვიყავით.  გორტატის და ლამპეს პოლონეთს მაგრად მოვუგეთ, სლოვენიაში სლოვენიასთან თანაბრად ვითამაშეთ. გიორგის დავეთანხმები, რაც არ უნდა ძლიერი მოთამაშეები გყავდს,  6-7 კაცით ძნელია შედეგის მიღწევა.

გიორგი ორმოცაძე: ყველა ადევნებდა თვალს ვერობასკეტს და ყველამ დაინახა, რომ  მაქსიმუმს აკეთებდნენ ჩვენი ბიჭები. უბრალოდ, მათ ენერგია არ ჰყოფნიდათ შედეგის მისაღწევათ.

კ ა ლ ა თ ბ უ რ თ ი

გიორგი ორმოცაძე: მამაჩემის (ამბროსი ორმოცაძე) და ჩემი ოჯახიდან გამომდინარე კალათბურთის თამაში 7 წლის ასაკში აკადემიაში,  გელა წულაძესთან დავიწყე. შემდეგ ლიკა  ქაჯაიასთან, ბოლო კი „დინამოში“ მოვედი.

მომენტებში რთულია კალათბურთელის და მწვრთნელის  შვილობა. ჩემ მიმართ ყოველთვის იყო მკაცრი დამოკიდებულება და ბევრს მთხოვდნენ, მაგრამ მამა უფრო ნაკლებად ერევა ხოლმე ამ საქმეში.

გიორგი გამყრელიძე: მეც 7 წლის ვიყავი კალათბურთის თამაში რომ დავიწყე.  გურამ მეგრელაძე იყო ჩემი პირველი მწვრთნელი. „ტიტებში“ ვთამაშობდი. ჩვენი მომგები არავინ ყოფილა, ძალიან ძლიერი გუნდი ვიყავით და  ყოველ წელს ჩემპიონები ვხვდებოდით. ხუთგზის ჩემპიონები გახლდით და ბავშვთა ლიგებში ჩვენი სახელი დავტოვეთ. რაც შეეხება უმაღლეს ლიგას, მაშინ  სუპერლიგა არ იყო, არსებობდა მხოლოდ დიდების ჩემპიონატი, სადაც ახალგაზრდები არ აყავდათ. არც მოყვარულთა ლიგა იყო, არც დუბლები…  ამის გამო ჩემ თაობაში ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა დაიკარგა, მათ შეეძლოთ კალათბურთის თამაში და წარმატების მიღწევა.

თავიდან მეც არავინ  ამიყვანა ჩემპიონატში. თუმცა, საბედნიეროდ,  გამიმართლა და უნივერსიტეტის გუნდში მოვხდი. თსუ-ში იურიდიულზე ვსწავლობდი და ნუგზარ მარკოიშვილმა ამიყვანა.  არადა, უკვე კალათბურთისთვის თავის დანებებას ვაპირებდი. მერე იყო „შევარდენი“, სადაც მიხეილ კობეშავიძემ მიმიწვია. ასევე ვთამაშობდი აკადემიაშიც. ბოლოს დრაჟენ ბრაიკოვიჩის „დინამოში“ მოვხვდი. „დინამოს“ უცხოელი მწვრთნელი ჰყავდა, სადაც  უამრავი ვარსკვლავი თამაშობდა – ჟღენტი, ხოშტარია…  მე მეორე გამთამაშებელი ვიყავი და სათამაშო დროც მქონდა. მაშინ ქართველი მწვრთნელი ამას არ გააკეთებდა.  გამიმართლა, რომ უცხოელი მწვრთნელი იყო ჩამოსული და მან მიმიწვია,  თორემ ალბათ მეც  უგუნდოდ დავრჩებოდი.

ბესიკ ლეჟავა: მამაჩემმა თავიდან ფეხბურთზე შემიყვანა, სადაც სულ 1 დღე ვიარე და უკან გამომიყვანა. ძალიან მაღალი ვიყავი სხვებთან შედარებით და  მიხვდა, რომ ჩემგან ფეხბურთელი არ გამოვიდოდა. კალათბურთზე 8 წლიდან შევედი.  თავიდან „ჩხიკვებში“ ვთამაშობდი. შემდეგ მეც გურამ მეგრელაძესთან გადავედი და მასთან ჩამოვყალიბდი კალათბურთელად.  მე და გიორგი ერთად ვთამაშობდით, მაგრამ მე „ვარსკვლავების“ სახელით გამოვდიოდი. ვარჯიშით კი ისევ მეგრელაძესთან ვვარჯიშობდი, „ტიტების“ გუნდში არ მითამაშია. შემდეგ აკადემიაში გადავედი. ერთი პერიოდი საფრანგეთში, „დიჟოში“ ვთამაშობდი და იქ დიდი გამოცდილება მივიღე. იმ დროს ვიქტორ სანიკიძეც საფრანგეთში თამაშობდა, ოღონდ ის უმაღლეს ლიგაში, მე დუბლებში. საფრანგეთმა დიდი როლი ითამაშა ჩემს საკალათბურთო კარიერაში და იქ ყოფნის დროს ძალიან მოვუმატე.

გიორგი გამყრელიძე: სხვათაშორის, აკადემიის დამსახურება იყო, რომ ახალგაზრდები არ დაიკარგნენ, რადგან  მათ  გუნდი ჩასვეს უმაღლეს ლიგაში.

ბესიკ ლეჟავა: როდესაც „დინამომ“ ბრაკოვიჩი ჩამოიყვანა მწვრთნელად, ჩვენ აკადემიაში ვთამაშობდით, რომელიც ახალგაზრდებით დაკომპლექტებული გუნდი იყო. ,,დინამო’’ ცხრილში პირველ ადგილზე იმყოფებოდა, ჩვენ – ბოლოზე.  მახსოვს, „დინამოს“ პირველი თამაში იყო ბრაკოვიჩის თავკაცობით და ჩვენ გვეთამაშებოდნენ. ეს მატჩი მოვიგეთ. გადამწყვეტი ჯარიმა მე ჩავაგდე. ჩემთან და გიორგისთან ერთად სანიკიძე და საყვარელიძე თამაშობდნენ.  პირველ წრეში ცინცაძეც ჩვენთან ერთად იყო, მერე კი ბათუმში გადავიდა. ბრაიკოვიჩი შოკში იყო.  იკითხა, ეს გუნდი ნამდვილად ბოლო ადგილზეაო? J იმ დროს „დინამო“ სასწაული გუნდი იყო და წარმოუდგენელი იყო, რომ ბავშვებმა დავამარცხეთ.   ეს თამაში ჩემთვის ყველაზე განსაკუთრებული იყო.  შემდეგ გიორგი „დინამოში“ გადავიდა, მე თსუ-ში.

გიორგი ორმოცაძე: ჩემთვის დასანანიც და დასამახსოვრებელი მატჩებიც შარშანდელ  სეზონს უკავშირდება, პლეიოფის სერიაში „არმიასთან“ გამარჯვება ბოლო წუთებზე ყველაზე ემოციური იყო.  დუბლებიდან კი პლეიოფში ,,შსს აკადემიის’’ დამარცხებას გამოვყოფდი. შსს ძალიან ძლიერი გუნდი იყო, უკრაინელი ცენტრიც ჰყავდათ ჩამოყვანილი. მიუხედავად ამისა, ნახევარფინალში 1 ქულით მოვუგეთ და ფინალში გავედით.

სამომავლო გეგმები

გიორგი ორმოცაძე:  განსაკუთრებული გეგმები  ჯერ არ მაქვს. წინასწარ არ იცი, რა იქნება შემდეგ სეზონში კალათბურთში და ამიტომ ვერაფერს ვიტყვი. ვსწავლობ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სოციალურ-პოლიტიკურ მეცნიერებათა  ფაკულტეტზე, სოციოლოგიის მიმართულებით. მესამე კურსზე ვარ.  შემდგომში მაგისტრატურის გავლასაც ვაპირებ.

ბესიკ ლეჟავა: პირველ რიგში, კონცენტრირებული ვარ სუპერლიგის მიმდინარე სეზონზე. აუცილებლად უნდა გავხდეთ  ჩემპიონები. დიდი სურვილი მაქვს  „დინამო“ საერთაშორისო აპარეზზეც გავიდესს, თუმცა ეს,  რა თქმა უნდა, ხელმძღვანელობაზეც დიდადაა დამოკიდებული. მთავარია, ჯერ ჩემპიონის ტიტული მოვიპოვოთ.

რაც შეეხება შორეულ გეგმებს, ჯერ არ ვარ ჩამოყალიბებული კარიერის დასრულების შემდეგ რას ვიზავ. იმედია, ჯანმრთელობა ხელს შემიწყობს, ტრავმიანობას გადავურჩები და კიდევ  დიდხანს ვითამაშებ კალათბურთს. ისე მწვრთნელობაზეც მიფიქრია, მაგრამ კონკრეტულ გადაწყვეტილებამდე ჯერ არ მივსულვარ. ერთი კი ზუსტად ვიცი – სახლის  ყიდვა მინდაJ

გიორგი გამყრელიძე: სეზონი უნდა ჩავატაროთ წარმატებით და ჩემპიონები გავხდეთ. საერთაშორისო ასპარეზიც შესანიშნავი იქნება. მომავალში რა იქნება ვერ გეტყვით, მთელი ცხოვრება ამ სპორტს მივსდევ,  კალათბურთით ვცხოვრობ… კარიერას რომ დაამთავრებ, ბუნებრივია გინდა, რომ კვლავ ამ სფეროში დარჩე.  ვნახოთ, როგორ იქნება. 

ახალგაზრდა თაობა

ბესიკ ლეჟავა: ჩვენს გუნდში  ძალიან კარგი ბავშვები არიან, მაგალითად გიორგი თვალაბეიშვილი, რომელსაც  დიდი ტალანტი და  მომავალი აქვს. ვფიქრობ, მთავარი კალათბურთისადმი სწორი მიდგომა და  შრომაა საჭირო. ბევრი მოთამაშე ვიცი, რომელმაც  ბევრი იშრომა, მაგრამ არასწორად და შედეგს ვერ მიაღწია. ამიტომ ახალგაზრდებს ვურჩევდი სწორი მიმართულებით იმუშაონ.  დანარჩენი უკვე აზროვნება და  გამართლებაა.  წარმატების მისაღწევად ნიჭთან ერთად შრომისმოყვარეობა, აზროვნება, სწორი მიმართულება და იღბალია საჭირო.

 გიორგი გამყრელიძე:  ახალგაზრდებს ეტყობათ,  რომ ნიჭიერები და მონდომებულნი არიან, მათ შორის გიორგი თავალაბეიშვილიც, რომელიც ასაკით ყველაზე პატარაა გუნდში.  მას ყველა მონაცემი აქვს და ისღა დარჩენია, რომ თავს მიხედოს, იშრომოს და ივარჯიშოს. შრომა აუცილებლად ფასდება. მნიშვნელოვანია ფსიქოლოგია,რომელიც  სპორტში ყველაფერია. რაც უფრო  ძლიერი ხარ ფსიქოლოგიურად, მით უფრო ძლიერი ხარ  მოედანზე და ჩაგრავ მეტოქეს. თუ გინდა, რომ სერიოზული კალათბურთი ითამაშო, შენი თავის უნდა გწამდეს და დიდი ნებისყოფა უნდა გქონდეს. რთულია, როცა ახალგაზრდა ხარ  8 საათი ივარჯიშო, მაგრამ სხვანაირად არ გამოვა. როცა ამ ბიჭებისხელა ,,დინამოში’’ ვიყავი, სულ ვვარჯიშობდი და დარბაზიდან არ გამოვდიოდი. დავეთანხები ბესოს, რომ სწორად უნდა ივარჯიშო და ამ სწორ მიმარულებაში მწვრთნელმა უნდა ითამაშოს თავისი როლი. ჩვენს დროს  არაფერი არ იყო, ახლა კი ინტერნეტის მეშვეობით ყველაფერი ხელმისაწვდომი და გაცილებით მარტივია.

 ბესიკ ლეჟავა: ვუზიარებთ ჩვენს გამოცდილებას ბიჭებს და ისინიც  ყველაფერს ითვალისწინებენ. ეს კი  დიდი სტიმულია მათთვის.

ახალი  წელი

გიორგი გამყრელიძე:  ყოველთვის ოჯახთან ერთად, სახლში ვხდები ახალ წელს.  შემდეგ მეგობრების წრეში ვერთობით. კარგია, რომ კარგ ხასიათზე ვამთვრებთ ამ წელს. მოგებით დავასრულეთ სეზონი.  მემორიალის თასი მოვიპოვეთ.  სპორტსმენები ვართ და სასიხარულოა, რომ  ჯანმრთელად ვხვდებით ახალ წელს და ტრავმა არ გვაწუხებს.  იმედია, 2014 წელი იქნება წარმატებული,  მშვიდობიანი და ბარაქიანი როგორც „დინამოსთვის“, ისე ყველასთვის.

 ბესიკ ლეჟავა: მე და ჩემი მეუღლე ბაკურიანში მივდივართ და იქ შევხდებით ახალ წელს.  შემდეგ მეგობრებიც შემოგვიერთდებიან.საერთოდ, სულ თბილისში ვატარებთ ხოლმე ახალ წელს, მაგრამ წელს ბაკურიანში გადავწყვიტეთ წასვლა. სხვათაშორის, საზღვარგარეთ 2-ჯერ შევხდი  ახალ წელს – საფრანგეთში და კვიპროსში. საფრანგეთში საერთოდ ვერაფერი ვიგრძენი, რომ არ მცოდნოდა, რომ 31 დეკემბერი იყო, ალბათ ვერც გავიგებდი ახალი წლის დადგომასJ არადა თბილისში თავისუფლებაზე  გავიზარდე და რაც ხდებოდა თბილისში, კარგი თუ ცუდი, ყველაფრის საქმის კურსში ვიყავი სულJ.  ასე რომ, საფრანგეთი რაღაც არ მომეწონა. არც ფეიერვერკი იყო, არც ხმაური, საქართველოში კი ამ ყველაფერს  მიჩვეული ვარ. კვისპროსში კი საახალწლო განწყობა და გარემო კლიმატიდან გამომდინარე არ იყო.  მოკლედ, ყველაზე მეტად  ახალი წელი საქართველოში მიხარია.

გიორგი ორმოცაძე:  სახლში ვხვდები  ახალ წელს, პირველ იანვარს კი  საერთოდ არ გავდივარ სახლიდან. ჩემთვის წყნარად ვატარებ ხოლმე ამ დღესJ ვისურვებ, რომ ეს ახალი წელი იყოს ყველასთვის სუპერ  წელი და ყველასთვის ძალიან წარმატებული!

http://superleague.ge



მსგავსი სიახლეები
კალათბურთი

გია მურღულია: “როცა ბურთს კალათში ვერ აგდებ, ღმერთს კი არ უნდა ახედო, ცოტა მეტი უნდა

ცნობილმა ქართველმა ფილოლოგმა გია მურღულიამ საქართველოს საკალათბურთო ნაკრების შესახებ სოციალურ ქსელში ვრცლად დაწერა. “როცა ბურთს […]...
წაკითხვა
კალათბურთი

ერთადერთი შანსი – რა შემთხვევაში გავა საქართველოს ნაკრები პლეი-ოფში?

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ბულგარეთთან 92-80 წააგო და შემდეგ ეტაპზე გასასვლელად საქმე ძალიან გაირთულა. ნაკრები პლეი-ოფში […]...
წაკითხვა
კალათბურთი

FIBA-მ თურქეთის ნაკრების საჩივარი არ დააკმაყოფილა!

FIBA თურქეთის ნაკრების საჩივრის საპასუხოდ განცხადებას ავრცელებს. “მას შემდეგ, რაც შევისწავლეთ ყველა მატერიალური მტკიცებულება, ვასკვნით […...
წაკითხვა
კალათბურთი

კობახიძე კრიტიკოსებს პასუხობს: “ეს აჩვენებს იმას, რომ სპორტში საერთოდ ვერ ერკვევიან

“ქართული ოცნების” თავჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ევრობასკეტის გახსნით მატჩზე მის მაისურთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. კობახიძე კალათბუ...
წაკითხვა
კალათბურთი

კორკმაზი: “ეს ქუჩური ჩხუბივით იყო – ამას არავის გავუტარებდი”

თურქეთის ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერი ფურან კორკმაზი დუდა სანაძესთან მის დაპირისპირებას გამოეხმაურა. “თქვენ მხოლოდ მცირე ნაწილი […]...
წაკითხვა
კალათბურთი

დუდა სანაძე: “დამიყვირა, რომ გასახდელში მნახავდა”

დუდა სანაძემ თურქეთის ნაკრების კალათბურთელთან, ფურკან კორკამზთან მომხდარ ინციდენტზე კომენტარი გააკეთა. “მე ვუთხარი, რომ სულელური […]...
წაკითხვა
კალათბურთი

თურქეთის ნაკრების მწვრთნელი: “1 თურქის წინააღმდეგ 3 ქართველი მოდიოდა”

თურქეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ერგინ ატამანი მსაჯმა გააძევა, ამიტომ, მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე მისი ასისტენტი გამოვიდა. […]...
წაკითხვა
კალათბურთი

რომან გოცირიძე: “ევრობასკეტი ფინანსური კრახით დამთავრდება”

პარლამენტარი რომან გოცირიძე ახალი სპორტის სასახლის შესახებ გამოთქმულ პრობლემებს ეხმაურება. “ახალ სპორტის სასახლეში, რომლის აშენებაში […]...
წაკითხვა
კალათბურთი

ზურაბიშვილი: “ღმერთმა არ ქნას როდესმე ამ დარბაზში ხანძარი ან რამე ემერჯენსი მოხდეს&#

კომენტატორმა გიორგი ზურაბიშვილმა საქართველო – ბელგიის მატჩის შემდეგ ახალი სპორტის სასახლის პრობლემებზე სოციალურ ქსელში დაწერა. […]...
წაკითხვა
კალათბურთი

თურქეთის ნაკრების მწვრთნელი: “თბილისში საერთოდ რას ვაკეთებთ?”

თურქეთის ნაკრების მწვრთნელი ერგინ ატამანი თბილისში დასწრების რაოდენობით უკმაყოფილოა. “დღეს არენაზე მხოლოდ 100 გულშემატკივარი იყო. […]...
წაკითხვა
კალათბურთი

“გამარჯობა და ღამე მშვიდობისა” | FIBA-ს კომენტატორის რეაქცია რატის ჩაჭრაზე

საქართველოს ნაკრებმა მოქმედი ჩემპიონი ესპანეთის ნაკრები 82-76 დაამარცხა. 17 ქულა დააგროვა 21 წლის გამთამაშებელმა რატი […]...
წაკითხვა
კალათბურთი

შენგელიას NBA-ში დაბრუნება სურს

თორნიკე შენგელიამ “ვირტუსის” ბოლო მატჩში ტრავმა მიიღო და გარკვეულ პერიოდს გამოტოვებს. მიუხედავად მის მიმართ “ბარსელონას” [&hel...
წაკითხვა
კალათბურთი

თბილისის “დინამო” სუპერლიგიდან გავარდა

დღეს სუპერლიგის მორიგი მატჩები რეგიონებში გაიმართა. რუსთავში სათამაშოდ “ოლიმპი” ჩავიდა, ხოლო ქუთაისში – “ტიტები”. ორივეგან […]...
წაკითხვა
კალათბურთი

თორნიკე შენგელიას აღიარება: “რუსეთში არ უნდა წავსულიყავი”

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ Gazzeta.gr-სთან ცსკა-დან წამოსვლის შესახებ ისაუბრა. “ყველა ფიქრობს, რომ რთული გადაწყვეტილება [&...
წაკითხვა
კალათბურთი

“ბარსელონა” თორნიკე შენგელიას საოცარ პირობებს სთავაზობს

ჯერ კიდევ 9 მარტს დავწერეთ, რომ თორნიკე შენგელია კატალონიის “ბარსელონას” შეუთანხმდა და სწორედ ამიტომ გააფორმა […]...
წაკითხვა