წიტაიშვილი დაბრუნდა – 29 ფეხბურთელი ჩრდ.მაკედონიასთან რევანშისთვის ემზადება
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ბულგარეთთან გამარჯვების შემდეგ კვლავ ქალაქ რაზგრადში იმყოფება. ვილი სანიოლის გუნდმა 6 ივნისს ს.კ.” ლუდოგორეცის” საწვრთნელ ბაზაზე აღდგენითი ვარჯიში გამართა. საწვრთნელ პროცესში 29 ფეხბურთელი მონაწილეობდა. საქართველოს ეროვნული ნაკრები 7 ივნისს, ჩრდილოეთ მაკედონიაში გაემგზავრება, სადაც უეფას ერთა ლიგის მესამე ტურის მატჩისთვის მოემზადება.
8 ივნისს ჩრდილოეთ მაკედონიისა და საქართველოს ნაკრებთა მატჩის მასპინძელ სტადიონზე ვილი სანიოლის პრესკონფერენცია შედგება. მოგვიანებით ჩვენი გუნდი სკოპიეში თამაშამდე ბოლო ვარჯიშს გამართავს.
ჩრდილოეთ მაკედონიისა და საქართველოს საფეხბურთო დაპირისპირება თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება. შეხვედრის რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.
საქართველოს ნაკრების სია ერთა ლიგის მატჩებისთვის
მეკარე: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), ლაზარე კუპატაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო)
დაცვა: გურამ კაშია (სლოვანი, ბრატისლავა, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, კრაკოვი, პოლონეთი), გურამ გიორბელიძე (დინამო, დრეზდენი, გერმანია), გრიგოლ ჩაბრაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), დავით ხოჭოლავა (კოპენჰაგენი, დანია). ლუკა ლოჩოშვილი (ვოლფსბერგი, ავსტრია), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, ბუდაპეშტი, უნგრეთი), სოლომონ კვერკველია (გაგრა, საქართველო), მამუკა კობახიძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), ირაკლი აზაროვი (დინამო, ბათუმი, საქართველო)
ნახევარდაცვა/თავდასხმა: საბა ლობჟანიძე (ჰატაისპორი, ანტაკია, თურქეთი), ნიკა კვეკვესკირი (ლეხი, პოზნანი, პოლონეთი), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, გრაცი, ავსტრია), ხვიჩა კვარაცხელია (დინამო, ბათუმი, საქართველო), ზურიკო დავითაშვილი (დინამო,ბათუმი, საქართველო), ვაკო გვილია (რაკუვი, ჩესტოხოვა, პოლონეთი), ვლადიმერ მამუჩაშვილი (დინამო, ბათუმი, საქართველო), სანდრო ალთუნაშვილი (დინამო, ბათუმი, საქართველო) ანზორ მექვაბიშვილი (დინამო, თბილისი, საქართველო), გიორგი ჩაკვეტაძე (ჰამბურგი, გერმანია), გიორგი აბურჯანია (ჟილ ვისენტე, ბარსელო, პორტუგალია), გიორგი წიტაიშვილი (ვისლა, კრაკოვი, პოლონეთი), ვაკო ყაზაიშვილი (ულსან ჰიუნდაი, სამხრეთ კორეა), ბუდუ ზივზივაძე (უიპეშტი, ბუდაპეშტი, უნგრეთი), ბექა მიქელთაძე (ნიუკასლ ჯეტსი, ავსტრალია), გიორგი მიქაუტაძე (სერენი, ბელგია)