წიტაიშვილი: “თავს ქართველად ვთვლი, მაგრამ უკრაინამ მეტი მომცა”
კიევის “დინამოს” ნახევარმცველმა, გიორგი წიტაიშვილმა განაცხადა, რომ უკრაინის ნაკრებში გამოძახებას ელის. როგორც იცით, წიტაიშვილმა უკრაინის ახალგაზრდულ ნაკრებთან ერთად 2019 წელს მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატი მოიგო.
“თუ ქართულ ენაზე მისვამენ კითხვას, ფიქრს უკრაინულად და რუსულად ვიწყებ, შემდეგ კი ქართულად ვპასუხობ. აქ ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ნაწილი გავატარე, ისევე, როგორც გარდატეხის ასაკი – ყველაზე რთული პერიოდი.
“დინამომ” აღმზარდა, უკრაინის ასაკობრივი კატეგორიის ყველა გუნდში ვითამაშე 21-წლამდელების ჩათვლით. თავს ქართველად ვთვლი, თუმცა უკრაინამ მეტი მომცა და მეც მეტი მივეცი უკრაინას. ჯერჯერობით ასეა.
ყველამ იცის, რომ უკრაინის საფეხბურთო ნაკრებში გამოძახებას ველოდები. ყველაფერი ჩემზეა დამოკიდებული. რაც მალე შევძლებ “დინამოს” რიგებში სტაბილურად თამაშს, უფრო მალე მოვხვდები ნაკრებში.
არავინ გამომიძახებს, თუ მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატი მოვიგე, მნიშვნელოვანი გოლიც გავიტანე, მაგრამ სათადარიგოთა სკამზე ვზივარ ან გუნდის განაცხადშიც ვერ ვხვდები. ამისთვის თამაშია საჭირო,” – ციტირებს წიტაიშვილის სიტყვებს ua.tribuna.com.