წიტაიშვილი: “უცნობი ისტორია ჩემს ყველაზე დიდი გულშემატკივარზე”
საქართველოს ნაკრების შემტევმა გიორგი წიტაიშვილმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, რომელიც ბაბუას მიუძღვნა.
“უცნობი ისტორია ჩემ ყველაზე დიდ გულშემატკივარზე.
ჩემი ბაბუა ბორია. ამ პოსტს მის ხსოვნას ვუძღვნი. პასპორტით დაბადების დღე 20 ნოემბერს ჰქონდა, მაგრამ ცხოვრებაში ითხოვდა ყველა დაბადების დღე ჩემ დაბადების დღეს მიელოცათ (18 ნოემბერს) და აღენიშნათ.
საერთოდ, კაცები ცოტას ლაპარაკობენ და ბევრს აკეთებენ. ასეთი იყო ბაბუაჩემიც.
ის ყოველთვის ნახულობდა ჩემთვის დროს, მიუხედავად იმისა, რომ ბევრს მუშაობდა ოჯახის გამო. მისი დამსახურებით, მე ახალი ბუცები და ტელეფონი მქონდა. უნდოდა, სხვა ბიჭებს არ ჩამოვრჩენოდი. მათ ჰქონდათ შესაძლებლობა ეყიდათ, მე არა.
ბაბუამ გააკეთა ყველაფერი, რაც კი, თუნდაც არ შეეძლო, რომ ბოლომდე სპორტს გავყოლოდი, ფინანსურად დამეხმარა, როცა კიევში ჩავედი.
შეიძლება ვთქვა, ის ჩემით ცხოვრობდა. ბაბუა ჩემი ყველაზე ერთგული და თავგადაკლული გულშემატკივარი იყო.
გახსოვდეთ ახლობლები, ისინი იქამდე ცხოვრობენ, სანამ მათ ჩვენ ვიგონებთ.
ფოტოზე ბებიაა, გული.
წერა ჩემი არ არის, გრძელ ტექსტებს არ ვწერ, ამიტომ შეცდომების გამო ნუ დამძრახავთ”, – დაწერა წიტაიშვილმა.
View this post on Instagram
გავრცელებული ცნობით, წიტაიშვილმა საქართველოს ნაკრები სწორედ ბაბუის სურვილის გამო აირჩია, რომელსაც სურდა შვილიშვილს საქართველოსთვის ეთამაშა.