წიტაიშვილმა მოქალაქეობის შესაძლო შეცვლაზე კომენტარი გააკეთა

თარიღი: თებერვალი 23, 2021

უკრაინულ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ კიევის “დინამოს” ნახევარმცველმა გიორგი წიტაიშვილმა საფეხბურთო მოქალაქეობის შეცვლა და საქართველოს ნაკრებში თამაში გადაწყვიტა. აღნიშნულთან დაკავშირებით 20 წლის ფეხბურთელმა კომენტარი გააკეთა.

“ჯერ არ შემიძლია და არც მაქვს ამ თემაზე რაიმეს თქმის უფლება. როდესაც კონკრეტული გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ყველაფერს ნათელი მოეფინება.

ახლა “ვორსკლას” რიგებში თამაშზე ვარ ფოკუსირებული. ამ გუნდში თავს შესანიშნავად ვგრძნობ. გუნდმა და მთავარმა მწვრთნელმა კარგად მიმიღეს. ახლა სტაბილურობის მიღწევა და რეგულარული სათამაშო პრაქტიკა მინდა. საკუთარი თავის წარმოჩენა მსურს, რათა კიევის “დინამოში” დავბრუნდე”, – წიტაიშვილის კომენტარს ua-football-ი აქვეყნებს.

გიორგი წიტაიშვილს უკრაინის თითქმის ყველა ასაკობრივ ნაკრებში უთამაშია, დღესდღეობით კი უკრაინელთა 21 წლამდე გუნდის წევრი გახლავთ. 2019 წელს ის უკრაინის 20-წლამდელთა ნაკრებთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონი გახდა და ტურნირის ფინალურ მატჩში გოლიც გაიტანა. იმავე წელს უკრაინის ოქროს ტალანტის ჯილდო გადაეცა. გასულ წელს იტალიურმა “ტუტოსპორტმა” წიტაიშვილი ევროპის საუკეთესო 21 წლამდე ასაკის მოთამაშეთა შორის დაასახელა.

გიორგი წიტაიშვილი დღესდღეობით იჯარის წესით პოლტავის “ვორსკლაში” თამაშობს.



მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

შოთა არველაძეს ინგლისში ქართველი ფეხბურთელი მიჰყავს

“ჰათაიასპორის” სპორტული დირექტორის მოადგილის განცხადებით, “ჰალ სიტის” გუნდის 2 ფეხბურთელის, მათ შორის, საბა ლობჟანიძის დამატებ...
წაკითხვა
ფეხბურთი

რამდენ მილიონს მიიღებს ბათუმი ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერისგან?

ხვიჩა კვარაცხელია “ნაპოლის” ოფიციალურად 1-ელ ივლისს შეუერთდა. ახლა მთავარი საკითხი ისაა, თუ რეალურად რამდენი გადაიხადა […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

სოლომონ კვირკველია – “ლესტერიდან” ბაქოს “ნეფთჩამდე”

საქართველოს ნაკრების ცენტრალური მცველი საბა კვირკველია კარიერას ბაქოს “ნეფთჩიში” გააგრძელებს. საუბარი იყო რუმინულ “სტიაუაზე”, ...
წაკითხვა
ფეხბურთი

საოცარი შემთხვევა მე-4 ლიგაში – “იბერია” მოედანზე 10 კაცით გავიდა და მოი

საქართველოს მე-4 ლიგაში დღეს ძალიან საინტერესო მატჩი გაიმართა. “იბერიამ” “ოდიში” 3-1 დაამარცხა. ამ შეხვედრას ყურადღებას [&hell...
წაკითხვა
ფეხბურთი

წიტაიშვილი “ლეხში” 300 ათას ევროს მიიღებს

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და კიევის “დინამოს” შემტევი/მარცხენა მცველი გიორგი წიტაიშვილი კარიერას პოლონურ “ლეხში” გააგრძელ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ქართველი ფეხბურთელებისთვის ყაზახეთმა რუსეთ-უკრაინა ჩაანაცვლა

მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში ომი წამოიწყო, რუსეთ-უკრაინის საფეხბურთო ჩემპიონატები, სადაც ქართველები წლების განმავლობაში მრავლად […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ხვიჩა კვარაცხელია: “უკვე ერთია წელია ერთად ვართ”

ხვიჩა კვარაცხელიამ Youtub არხ Nobel-ზე შეყვარებულზე და მასთან ურთიერთობაზე ისაუბრა. “ჩემთან ერთად ჯერ ვერ მოდის. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჩემპიონთა ლიგის წინ – რა ვერ მიიღო გია გეგუჩაძემ?

სულ მალე ბათუმის “დინამო” ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე სლოვაკურ “სლოვანს” დაუპირისპირდება, რომელიც მუდმივად გაძლიერებ...
წაკითხვა
ფეხბურთი

დადასტურდა: ჩაკვეტაძე საქართველოში არ დაბრუნდება

საქართველო ეროვნული ნაკრებისა და “გენტის” ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე კარიერას ეროვნულ ლიგაში არ გააგრძელებს. მოლაპარაკება, რაც [&helli...
წაკითხვა
ფეხბურთი

თემურ ქეცბაიას ულტიმატუმი, ღირსეული საქციელი და ნაკრების დასტური

კვიპროსული პრესის ინფორმაციით, თემურ ქეცბაია სულ მალე კვიპროსის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტს ჩაიბარებს. “ქეცბაია კვიპროსის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჩელებაძე ძველ ისტორიას იხსენებს: “ჩივაძეს ხელი მაგრად ჩაავლო და საშა გაფითრდა კიდეც&

“დინამო თბილისის” ლეგენდარული ფეხბურთელი რევაზ ჩელებაძე ძველ და უცნობ ისტორიას იხსენებს. “მინსკში მე და ჩივაძე […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ლოკომოტივმა” ფინანსები იშოვა? გუნდს ახალი მეკარე, მცველები და მწვრთნელი ჰყავს

საფეხბურთო გუნდი “ლოკომოტივი” სეზონის დაწყების წინ სათამაშო ბიზნესის შეზღუდვის გამო ფინანსების გარეშე დარჩა და თითქმის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“გაგრადან” ლიდერები მიდიან

საფეხბურთო კლუბი “გაგრა” რამდენიმე წამყვანმა ფეხბურთელმა დატოვა. გუნდიდან სოლომონ კვირკველია წავიდა, რომელიც, დიდი ალბათობით, რუმინულ [&he...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლადო დვალიშვილის ჩავარდნილი ტრანსფერები – დიდი თანხები, ნული შედეგი

ბათუმის “დინამოს” სპორტული დირექტორი ლადო დვალიშვილი თავისი უცხოური კავშირებიდან გამომდინარე ლეგიონერებს იმატებს, მაგრამ ტრანსფერების უმეტ...
წაკითხვა
ფეხბურთი

თბილისის “დინამო” 3 ფეხბურთელით გაძლიერდა

თბილისის “დინამო” ევროტურნირების წინ 3 ფეხბურთელით გაძლიერდა. გუნდს იჯარით გაშვებული გიორგი კუცია და დავით კობოური […]...
წაკითხვა