“წითლების” კაპიტანი შესაძლოა “ინტერის” კაპიტანი გახდეს
ნემანია ვიდიჩი სერბეთში 5 ნომრიან მაისურს ატარებდა, ხოლო “მოსკოვის სპარტაკში” თამაშისას კი 26 ნომრიანს.
“ინტერმა” ვიდიჩი უკვე წარადგინა და სერბმა გამოთქვა სურვილი, რომ იმავე ნომრის მაისური ატაროს, რაც “წითელ ეშმაკუნებში” ყოფნისას.
“მინდა, რომ მქონდეს 15 ნომერი, ჩემი ნომერი. მაგრამ მე ამის შესახებ არავისთან მილაპარაკია. თუმცა მინდა აღვნიშნო ისიც, რომ როგორც ამ ნომრის აღების, ისე არაღების შემთხვევაში, მე მაინც ბედნიერი ვიქნები. “
ჭორების მიხედვით, ვიდას კაპიტნის სამკლაურიც უნდა მოერგო, რადგანაც ზანეტმა კარიერა დაასრულა, თუმცა სერბმა განაცხადა, რომ ახლა მას სხვა მიზნები ამოძრავებს.
“პირველ რიგში მე უნდა გამოვიმუშავო ადგილი ძირითად შემადგენლობაში. მინდა, რომ წინასასეზონო ვარჯიშებში კარგად მოვემზადო. ჩემთვის ახლა უფრო მნიშვნელოვანია კარგად დასახლება, ამ ყველაფერთან შეგუება და საკუთარი თავის უმაღლეს დონეზე წარმოჩენა. მე კაპიტნობაზე ჯერ არც მიფიქრია.”
წყარო: მანჩესტერ იუნაიტედის ქართული ფან-კლუბი – http://redarmy.ge/