ცხადაძე: “შემტევ ფეხბურთს ვითამაშებთ”
მალტის ნაკრებთან გასამართი მატჩის წინ, საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა პრესკონფერენცია გამართა.
ცხადაძე: “გუშინ შევიკრიბეთ, თუმცა ფეხბურთელების ნაწილი გამოგვაკლდა. სრული შემადგენლობით საღამოს ვივარჯიშებთ. დრო ძალიან ცოტაა. მაქსიმალურად შევეცდებით ეს დრო გამოვიყენოთ.
ჯანო დღეს ივარჯიშებს, ვარჯიშის შემდეგ გვეცოდინება, ითამაშებს თუ არა ხვალ. გაფართოებული სია შეიკვეცა, მერებაშვილი კი განაცხადში ვერ მოხვდა. შანსი ყველას მიეცემა.
ორ სქემას ვამუშავებთ, ხვალ დილიდან გადავწყვეტთ, რომელი სქემით ვითამაშებთ. რა თქმა უნდა, ხვალინდელი თამაში ტაქტიკის შესარჩევად საჭიროა.
გერმანელების წინააღმდეგ ჩვენ ვითამაშებთ ფეხბურთს, შევუტევთ და თავსაც დავიცავთ.
დრო გვჭირდება იმისათვის, რომ სიტუაცია ბოლომდე დავალაგოთ.
მალტასთან აუცილებლად შემტევ ფეხბურთს ვითამაშებთ. ხვალინდელი მატჩი გერმანელებთან გასამართი შეხვედრისგან განსხვავებული იქნება. მალტასთან უფრო მეტად შეტევაზე ვიქნებით ორიენტირებულები.
შემტევი ფეხბურთელები გვყავს და შევეცდებით, პოტენციალი მაქსიმალურად გამოვიყენოთ.
ვარჯიშებიდან გამომდინარე, ჩვენი სტილი შეიცვალა. შევეცდებით, წარმოვაჩინოთ ის, რაც ჩვენ გვინდა.
შედეგი ყოველთვის მნიშვნელოვანია, ამხანაგურ მატჩშიც, ამიტომ გამარჯვებაზე ვფიქრობთ.“