ცხადაძე თუ იაგორაშვილი – ვის აირჩევს ნემსაძე?
გავრცელებული ინფორმაციით, თბილისის “დინამოს” მთავარი მწვრთნელი გიორგი ნემსაძე სპორტულ დირექტორად გადაინაცვლებს და წლების შემდეგ კვლავ გუნდის სპორტული დირექტორი იქნება.
გუნდს მისი შემცვლელი დასჭირდება, რომელთანაც მოლაპარაკებებს უკვე თვითონ წარმართავს და 2 მთავარი კანდიდატი გამოიკვეთა. კახა ცხადაძე და ვახტანგ იაგორაშვილი
ცხადაძე ბოლოს ყაზახეთში, “ორდაბასში” საქმიანობდა, რომელიც სეზონის ბოლოს დატოვა და მას შემდეგ, უმუშევარია. საუბარი იყო მის აზერბაიჯანშიც დაბრუნებაზე, მაგრამ ჯერ არაფერი. 2005/06 წლებში კახა “დინამოს” ერთხელ უკვე წვრთნიდა.
იაგორაშვილი “დინამოს” აკადემიისა და საქართველოს 17-წლამდე ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელი გახლდათ, პოლონური “კორონას” თავკაცის პირველი ასისტენტი და 2020 წლიდან შოთა არველაძის შტაბის წევრი “ფახთაქორში”.
ნემსაძე ორივეს ძალიან კარგად იცნობს და ორივე დინამოელია. გადაწყვეტილება უახლოეს დღეებში მიიღება. მანამდე კლუბს მოედანზე ზაურ სვანაძე გაიყვანს.