ცხადაძე უკრაინაში მიდის
ბაქოს “ინტერის” თავდამსხმელი, ბაჩანა ცხადაძე კარიერას უკრაინაში გააგრძელებს. ადგილობრივ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ქართველი შემტევი ზაპოროჟიეს “მეტალურგში” ითამაშებს.
27 წლის ფორვარდმა გასულ სეზონში “ინტერის” შემადგენლობაში 28 მატჩი ჩაატარა და 7 გოლის გატანა შეძლო. აზერბაიჯანული კლუბის ღირსებას ცხადაძე 2010 წლიდან იცავდა.