ცხადაძემ “დინამოში” პირველი მატჩი მოიგო
ეროვნული ლიგის მე-17 ტურში “დინამო თბილისი” “სამტრედიას” ესტუმრა და 0-2 იმარჯვა. გოლები რადინისა და ახვლედიანის ანგარიშებზეა. საგოლე პასები მარუშიჩმა შეასრულა. ცხადაძემ “დინამოში” დაბრუნების შემდეგ პირველი მატჩი მოიგო და დროებით, ეროვნულ ლიგას სათავეში ჩაუდგა.
“შუქურასა” და “საბურთალოს” შორის თამაში ფრედ, 0-0 დასრულდა. მეტი საგოლე მომენტები ქობლეთელებმა შექმნეს, თუმცა გოლის გატანა ვერ მოახერხეს და გუნდებმა ქულები გაიყვეს.
ხვალ 3 შეხვედრა გაიმართება და ტურს 20:00 საათზე “ლოკომოტივი” “ტორპედო” დაასრულებენ.
სამტრედია 0-2 დინამო თბილისი
გოლები: რადინი 24, ახვლედიანი 80
სამტრედია: ქურდაძე – იოსელიანი (გადირზადე 77), გიორგაძე, სამბუ, ნადირაძე, კვირკვია – ცეცხლაძე, მესიაჩენკო (რობაქიძე 77) – ჟუნიორი (რუხაძე 57′), ლომთაძე (ლუკავა 57), ილურიძე (დოობი 84)
მთავარი მწვრთნელი: გია ცეცაძე
დინამო: კვასხვაძე – სპორსკლედე, მონხილი, ბენიო, კობოური, ხარაბაძე – რადინი (მექვაბიშვილი 75), პაპავა (ქარდავა 46)- კუცია (გაგნიძე 68), გაბედავა (ახვლედიანი 68), მარუშიჩი (ორშულა 89)
მთავარი მწვრთნელი: კახა ცხადაძე
შუქურა 0-0 საბურთალო
შუქურა: თებიძე – გაფრინდაშვილი (კვარაცხელია 78), რეხვიაშვილი, ჭანტურია, გოგიტიძე – კაკაშვილი, ტენორი (ხმალაძე 46) – მუსელიანი (ფარტენაძე 38), ჯერალდო, სარდალიშვილი – ვერულიძე (ინგოროყვა 53)
მთავარი მწვრთნელი: გიორგი შაშიაშვილი
საბურთალო: გოშაძე – მალი, მუდრაკი, ჯგერენაია, ჯინჯოლავა, ტაბატაძე – მადრიჩენკო (ამინუ 86), ცნობილაძე (ძებნიაური 86), ტერა (ნონიკაშვილი 86) – გულიაშვილი (ნონიკაშვილი 67), შულაია (გოჩოლეიშვილი 81)
მთავარი მწვრთნელი: ხვიჩა შუბითიძე