ცხადაძემ “ინტერს” “სიმურქთან” მოაგებინა
6 აპრილს, აზერბაიჯანის ჩემპიონატში, “სიმურქმა” საკუთარ მოედანზე კახაბერ ცხადაძის გაწვრთნილი “ინტერი” მიიღო და მეტოქესთან ანგარიშით 0:1 დამარცხდა.
აღსანიშნავია, რომ შეხვედრაში ერთადერთი გოლი ბაჩანა ცხადაძემ 74-ე წუთზე გაიტანა.
ბაჩანას გარდა, “ინტერის” შემადგენლობაში ლაშა სალუქვაძემ და ალექსანდრე იაშვილმა ითამაშეს, ხოლო გიორგი ლომაია სათადარიგოთა რიგებში იყო.