ცხადაძემ ნაკრებში კიდევ ერთი მოთამაშე გამოიძახა
მალტის და გერმანიის ნაკრებებთან მატჩებისთვის ეროვნულ ნაკრებში გამოძახებულ მოთამაშეთა სიას კიდევ ერთი ფეხბურთელი დაემატა. კახა ცხადაძემ ეროვნულ გუნდში ბათუმის “დინამოს” მეკარე, მიხეილ ალავიძე გამოიძახა.
ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელი დღეს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე “ცხინვალსა” და ბათუმის “დინამოს” შორის გამართულ შეხვედრას დაეწსრო, რომელშიც ალავიძემ კარი მშრალად შეინახა და საკუთარი გუნდის გამარჯვებაში დიდი წვლილიც შეიტან.