ცხადაძის დებიუტის შედეგი – ცვლილებები და მომავლის იმედი
კახა ცხადაძის ხელმძღვანელობით საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ორი შეხვედრა ჩაატარა. ახალი მწვრთნელის ხელში ეროვნულმა გუნდმა მალტასთან ამხანაგური გამარჯვების შემდეგ, გერმანიასთან საკვალიფიკაციო შეხვედრაში წააგო. ერთი შეხედვით შედეგები ლოგიკურია და ამის გაკეთება არც გასული წლის ფორმაციის ნაკრებს გაუჭირდებოდა, თუმცა წლის პირველმა სანაკრებო პაუზამ ახალ მთავარ მწვრთნელთან ერთად ჯვაროსნებს მრავალი სიახლე მოუტანა.
ცხადაძემ სანაკრებო მოღვაწეობა გაფართოებული შემადგენლობის გამოცხადებით დაიწყო, რომელშიც ნაკრებში დაბრუნებულ ფეხბურთელებთან ერთად რამდენიმე ახალწვეულიც მოხვდა. საბოლოოდ ქვეყნის მთავარ გუნდს რევიშვილი, ნავალოვსკი, ამისულაშვილი, ყენია და ვაწაძე დაუბრუნდნენ.
სამწუხაროდ, პირველ შეკრებას არც კონფლიქტის გარეშე ჩაუვლია.შეგახსენეთ, რომ გაფართოებულ სიაში დასახელებულმა მერებაშვილმა საბოლოო განაცხადში მოხვედრა ვერ შეძლო, რის გამოც ცხადაძე გააკრიტიკა და ისიც კი განაცხადა, რომ მისი ხელმძღვანელობით ნაკრებში არ ითამაშებს. თუმცა, ნაკრების მწვრთნელმა ემოციებს დიპლომატია ამჯობინა და განაცხადა, რომ მერებაშვილს შანსი კიდევ მიეცემა. შემადგენლობაზე საუბრისას ისიც უნდა ავღნიშნოთ, რომ კახა მახარაძის სახით ნაკრებს დებიუტანცი ყავდა, რომელმაც, პირდაპირ რომ ვთქვათ, ჯერჯერობით მოლოდინი ვერ გაამართლა.
გადახალისებული შემადგენლობა ნაკრების სათამაშო მანერაზე და ტაქტიკურ სქემაზეც აისახა, რომელიც უფრო შემტევი გახდა, რაც გუნდს განსაკუთრებით მალტელებთან შეხვედრაში ეტყობოდა.
ამხანაგურ მატჩში საქართველოს ნაკრებმა თამაში 3-5-2-1 სქემით დაიწყო, რაც მოძღავ და ფიზიკურად ძლიერ ფლანგებს გულისხმობდა. მარცხენა ფლანგზე გამწესებულმა ნავალოვსკიმ ამ ამოცანას თავი კარგად გაართვა, აი კობახიძემ კი დაცვითი ფუნქციების შესრულებაში მოიკოჭლა.
მეტოქიდან გამომდინარე მეორე ნახევარში ცხადაძემ გაცილებით შემტევი 4-2-3-1 მოსინჯა, რამაც შედეგი გამოიღო. საქართველოს ნაკრების შემაგენლობიდან გამომდინარე ყველაზე დიდი რესურსი სწორედ იმ შემტევი ტრიოს პოზიციის ფეხბურთელებში გვყავს, რომლებმაც ფორვარდი გადაცემებით უნდა მოამარაგონ და ზოგადად თამაშის სურათი შექმნან. თუნდაც ის ფაქტი, რომ საკმაოდ კარგ ფორმაში მყოფი მერებაშვილი ნაკრებში ვერ მოხვდა, სწორედ ამაზე მეტყველებს. რა თქმა უნდა არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ მალტელებს გოლის გატანის და ანგარიშის გახსნის რეალური შანსი ჰქონდათ და ეფიონგის შეტევის შედეგიანად დასრულების შემთხვევაში მალტელები რომ სრული შემადგენლობით დაცვაში ჩადგებოდნენ ამაში ეჭვი ალბათ არავის ეპარება. თუმცა, საბოლოოდ ცხადძის გუნდი უფრო იღბლიანი აღმოჩდა და გამარჯვებაც დამსახურებულად მოიპოვა.
ნაკრების მწვრთნელის პოსტზე მეორე და პირველი ოფიციალური მატჩი ცხადაძემ 3-5-2-1-ით დაიწყო, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ აქცენტი დაცვაზე გააკეთა და კობახიძის ნაცვლად მოედანზე დაცვაზე ორიენტირებული ლობჟანიძე ვიხილეთ.
ტრავმირებული ამისულაშივლის ნაცვლად კი თამაშში მე-3 წუთზე კიდევ ერთი დებიუტანტი, ლაშა დვალი ჩაერთო, რომელმაც მახარაძისგან განსხვავებით ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა. მატჩი რომ გერმანელთა დიდი უპირატესობით წარიმართა ამაში გასაკვირი არაფერი ყოფილა და ეს მოსალოდნელიც იყო. აი ცხადაძის ჩანაფიქრმა კი ვერ გაამართლა და გერმანელთა ტერიტორიული უპირატესობა სამათამაშოშიც და შედმეგ ტაბლოზეც აისახა. მწვრთნელის ტაქტიკური სქემა პირველ რიგში დატვირთულ მოედნის ცენტრს გულისხმობდა, თუმცა ხიფათი ყველაზე მეტად სწორედ ცენტრალური ზონიდან იქმნებოდა. ორივე გოლიც ამ ზონის მოთამაშეების უხეშ შეცდომებს მოჰყვა. რა თქმა უნდა, შორს ვართ იმ აზრისგან, რომ მარცხი კონკრეტული ეპიზოდების ბრალია. ხსენებული მომენტების გარდა გუნდებს შორის კლასშიც საკმაოდ დიდი სხვაობა იგრძნობოდა და გერმანელებმა ეს გამარჯვება განსაკუთრებული პრობლემების გარეშე, პირველივე ტაიმში დაიბევეს. მეორე ნახევარი კი ქართველი გულშემატკივრისთვის გვირაბის ბოლოს სინათლის მსგავსი გახდა. მასპინძლებმა უფრო თამამად შეუტიეს და მართალია განსაკუთრებული ხიფათი მეტოქის კართან ვერ შექმნეს, თუცმა დაგვანახეს რომ ფეხბურთის თამაში შეუძლიათ.