ცხადაძის დებიუტის შედეგი – ცვლილებები და მომავლის იმედი

თარიღი: მარტი 31, 2015

კახა ცხადაძის ხელმძღვანელობით საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ორი შეხვედრა ჩაატარა. ახალი მწვრთნელის ხელში ეროვნულმა გუნდმა მალტასთან ამხანაგური გამარჯვების შემდეგ, გერმანიასთან საკვალიფიკაციო შეხვედრაში წააგო. ერთი შეხედვით შედეგები ლოგიკურია და ამის გაკეთება არც გასული წლის ფორმაციის ნაკრებს გაუჭირდებოდა, თუმცა წლის პირველმა სანაკრებო პაუზამ ახალ მთავარ მწვრთნელთან ერთად ჯვაროსნებს მრავალი სიახლე მოუტანა.

ცხადაძემ სანაკრებო მოღვაწეობა გაფართოებული შემადგენლობის გამოცხადებით დაიწყო, რომელშიც ნაკრებში დაბრუნებულ ფეხბურთელებთან ერთად რამდენიმე ახალწვეულიც მოხვდა. საბოლოოდ ქვეყნის მთავარ გუნდს რევიშვილი, ნავალოვსკი, ამისულაშვილი, ყენია და ვაწაძე დაუბრუნდნენ.

სამწუხაროდ, პირველ შეკრებას არც კონფლიქტის გარეშე ჩაუვლია.შეგახსენეთ, რომ გაფართოებულ სიაში დასახელებულმა მერებაშვილმა საბოლოო განაცხადში მოხვედრა ვერ შეძლო, რის გამოც ცხადაძე გააკრიტიკა და ისიც კი განაცხადა, რომ მისი ხელმძღვანელობით ნაკრებში არ ითამაშებს. თუმცა, ნაკრების მწვრთნელმა ემოციებს დიპლომატია ამჯობინა და განაცხადა, რომ მერებაშვილს შანსი კიდევ მიეცემა. შემადგენლობაზე საუბრისას ისიც უნდა ავღნიშნოთ, რომ კახა მახარაძის სახით ნაკრებს დებიუტანცი ყავდა, რომელმაც, პირდაპირ რომ ვთქვათ, ჯერჯერობით მოლოდინი ვერ გაამართლა.

გადახალისებული შემადგენლობა ნაკრების სათამაშო მანერაზე და ტაქტიკურ სქემაზეც აისახა, რომელიც უფრო შემტევი გახდა, რაც გუნდს განსაკუთრებით მალტელებთან შეხვედრაში ეტყობოდა.

ამხანაგურ მატჩში საქართველოს ნაკრებმა თამაში 3-5-2-1 სქემით დაიწყო, რაც მოძღავ და ფიზიკურად ძლიერ ფლანგებს გულისხმობდა. მარცხენა ფლანგზე გამწესებულმა ნავალოვსკიმ ამ ამოცანას თავი კარგად გაართვა, აი კობახიძემ კი დაცვითი ფუნქციების შესრულებაში მოიკოჭლა.

11081271_871543162903595_3262890384950862140_n

მეტოქიდან გამომდინარე მეორე ნახევარში ცხადაძემ გაცილებით შემტევი 4-2-3-1 მოსინჯა, რამაც შედეგი გამოიღო. საქართველოს ნაკრების შემაგენლობიდან გამომდინარე ყველაზე დიდი რესურსი სწორედ იმ შემტევი ტრიოს პოზიციის ფეხბურთელებში გვყავს, რომლებმაც ფორვარდი გადაცემებით უნდა მოამარაგონ და ზოგადად თამაშის სურათი შექმნან. თუნდაც ის ფაქტი, რომ საკმაოდ კარგ ფორმაში მყოფი მერებაშვილი ნაკრებში ვერ მოხვდა, სწორედ ამაზე მეტყველებს. რა თქმა უნდა არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ მალტელებს გოლის გატანის და ანგარიშის გახსნის რეალური შანსი ჰქონდათ და ეფიონგის შეტევის შედეგიანად დასრულების შემთხვევაში მალტელები რომ სრული შემადგენლობით დაცვაში ჩადგებოდნენ ამაში ეჭვი ალბათ არავის ეპარება. თუმცა, საბოლოოდ ცხადძის გუნდი უფრო იღბლიანი აღმოჩდა და გამარჯვებაც დამსახურებულად მოიპოვა.

ნაკრების მწვრთნელის პოსტზე მეორე და პირველი ოფიციალური მატჩი ცხადაძემ 3-5-2-1-ით დაიწყო, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ აქცენტი დაცვაზე გააკეთა და კობახიძის ნაცვლად მოედანზე დაცვაზე ორიენტირებული ლობჟანიძე ვიხილეთ.

11096566_874185055972739_2725422361016054943_n

ტრავმირებული ამისულაშივლის ნაცვლად კი თამაშში მე-3 წუთზე კიდევ ერთი დებიუტანტი, ლაშა დვალი ჩაერთო, რომელმაც მახარაძისგან განსხვავებით ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა. მატჩი რომ გერმანელთა დიდი უპირატესობით წარიმართა ამაში გასაკვირი არაფერი ყოფილა და ეს მოსალოდნელიც იყო. აი ცხადაძის ჩანაფიქრმა კი ვერ გაამართლა და გერმანელთა ტერიტორიული უპირატესობა სამათამაშოშიც და შედმეგ ტაბლოზეც აისახა. მწვრთნელის ტაქტიკური სქემა პირველ რიგში დატვირთულ მოედნის ცენტრს გულისხმობდა, თუმცა ხიფათი ყველაზე მეტად სწორედ ცენტრალური ზონიდან იქმნებოდა. ორივე გოლიც ამ ზონის მოთამაშეების უხეშ შეცდომებს მოჰყვა. რა თქმა უნდა, შორს ვართ იმ აზრისგან, რომ მარცხი კონკრეტული ეპიზოდების ბრალია. ხსენებული მომენტების გარდა გუნდებს შორის კლასშიც საკმაოდ დიდი სხვაობა იგრძნობოდა და გერმანელებმა ეს გამარჯვება განსაკუთრებული პრობლემების გარეშე, პირველივე ტაიმში დაიბევეს. მეორე ნახევარი კი ქართველი გულშემატკივრისთვის გვირაბის ბოლოს სინათლის მსგავსი გახდა. მასპინძლებმა უფრო თამამად შეუტიეს და მართალია განსაკუთრებული ხიფათი მეტოქის კართან ვერ შექმნეს, თუცმა დაგვანახეს რომ ფეხბურთის თამაში შეუძლიათ.

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

ლევან კუტალია კარიერას ისრაელში გააგრძელებს

31 წლის ქართველი თავდამსხმელი ლევან კუტალია კარიერას თელ-ავივის “ჰაპოელში” გააგრძელებს. კუტალია რამდენიმე დღეში ისრაელში გაემგზავრება [&he...
წაკითხვა
ფეხბურთი

რობინ ვან პერსიმ ოქროს ბურთის სამეული დაასახელა

ბოლო 12 წლის განმავლობაში კრიშტიანო რონალდუმ და ლიონელ მესიმ, საერთო ჯამში, 11 ოქროს ბურთი მოიგეს, […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

გვარდიოლა: “არასოდეს მინახავს მისნაირი ფეხბურთელი”

“ნიუკასლთან” საშინაო კედლებში მოგებული მატჩის (5-0) შემდეგ “მანჩესტერ სიტის” თავკაცმა, პეპ გვარდიოლამ, დავიდ სილვას მიმართ [&h...
წაკითხვა
ფეხბურთი

მილიკი “ნაპოლის” ტოვებს, თუმცა იტალიაში დარჩება

“ნაპოლის” დირექტორთა საბჭოს წევრი ადასტურებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც “იუვენტუსის” სამიზნე, არკადიუშ მილიკი, კლუბთან კონ...
წაკითხვა
ფეხბურთი

კლოპი: “ლალანა “ლივერპულის” ლეგენდაა, ის გუნდს ტოვებს”

“ლივერპულის” მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა გუნდის ნახევარმცველ ადამ ლალანას შესახებ ისაუბრა, რომელიც ამ სეზონის ბოლოს […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ბექა ტუღუში “ტორპედოში” დაბრუნდა

31 წლის ნახევარმცველი ბექა ტუღუში ქუთაისის “ტორპედოში” დაბრუნდა. ტუღუში ბოლოს წყალტუბოს “სამგურალში” თამაშობდა, თუმცა სათამაშო...
წაკითხვა
ფეხბურთი

პაიმის პასუხი: “საქართველოს უდიდესი კულტურა და ისტორია გააჩნია”

მარტვილის “მერანის” ბრაზილიელმა ფორვარდმა ფილიპე პაიმმა ბრაზილიურ მედიასთან საქართველოში არსებულ რასიზმზე ისაუბრა და მათ შორის, […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჩხეტიანის იდეა განხორციელდა – “დინამოს” “დინამო 2” დაემატა

თბილისის “დინამოს” აკადემიის სტრუქტურულ ერთეულს კიდევ ერთი გუნდი – “დინამო 2” დაემატა. “დინამო 2” ასპარეზობა...
წაკითხვა
ფეხბურთი

რონალდუს სიტყვები იბრაჰიმოვიჩის პენალტის დროს და ზლატანის პასუხი (ფოტო, ვიდეო)

7 ივლისს, იტალიის სერია A-ში “მილანმა” საკუთარ მოედანზე “იუვენტუსი” მიიღო და მეტოქე 4:2 დაამარცხა. მატჩის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ლაციოს” მცველმა “ლეჩეს” ფეხბურთელს უკბინა (ვიდეო)

7 ივლისს, იტალიის სერია A-ში “ლეჩემ” საკუთარ მოედანზე “ლაციო” მიიღო და ანგარიშით 2:1 გაიმარჯვა. მატჩის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

იბრაჰიმოვიჩი: “სეზონის პირველი დღიდან “მილანში” რომ ვყოფილიყავი, სერია A

“მილანის” თავდამსხმელმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ტურინის “იუვენტუსთან” გამართული მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც იცით, სე...
წაკითხვა
ფეხბურთი

დუგლას კოშტას ფინტი “მილანთან” მატჩში (ვიდეო)

იხილეთ ვიდეო Douglas Costa.. pic.twitter.com/fXq2UPgQVG — Soso #FatihTerim (@sosoreyiz) July 7, 2020...
წაკითხვა
ფეხბურთი

“შენ შავი ხარ?” – მარტვილელი ფელიპე პაიმი ქართულ ფეხბურთის რასიზმზე ალაპ

მარტვილის “მერანის” 23 წლის თავდამსხმელი ფელიპე პაიმი ბრაზილიურ სპორტულ საიტთან საქართველოში, კერძოდ მარტვილში, რასიზმის პრობლემებზე [&hel...
წაკითხვა
ფეხბურთი

რებიჩის გოლი “იუვენტუსის” კარში (ვიდეო)

იხილეთ ვიდეო DANILO MISTAKE REBIC EMPHATIC FINISHHHHHpic.twitter.com/xmz4tF1Gwu — Karim (@Futball_Karim) July 7, 2020...
წაკითხვა