ცხადაძის “ინტერმა” “ნეფთჩი” გაანადგურა

თარიღი: მაისი 8, 2015

აზერბაიჯანის ჩემპიონატის 33-ე ტურის ცენტრალურ შეხვედრაში “ინტერმა” “ნეფთჩის” უმასპინძა და მეტოქეს 4 უპასუხო გოლი გაუტანა.

ოთხიდან ორი გოლი ბაჩანა ცხადაძემ გაიტანა, რომელიც სასტარტოში იყო და მატჩი სრულად ჩაატარა. სასტარტოში იყო დაცვის ქართული დუეტი ამისულაშვილისა და სალუქვაძის შემადგენლობით.

ამრიგად, კახა ცხადაძის გუნდი 29 თამაშში მოპოვებული 59 ქულით მეორე ადგილზეა და ლიდერ “ყარაბაღს”, რომელსაც 1 მატჩით მეტი აქვს ჩატარებული, 6 ქულით ჩამორჩება.

მსგავსი სიახლეები