“ცხინვალი” ეროვნულ ლიგაში დასაბრუნებლად ემზადება – 11 საინტერესო ტრანსფერი
საფეხბურთო გუნდი “ცხინვალი” ეროვნულ ლიგა 2-ში დარჩენის შემდეგ წლევანდელი სეზონისთვის სერიოზულად ემზადება და 11 ტრანსფერი განახორციელა.
როგორც გერმანული გამოცემა Transfermarkt-ი იტყობინება, გუნდს ეროვნული ლიგის გუნდების ფეხბურთელები შეუერთდნენ: ლევან ქურდაძე (ლოკომოტივი), ჯემალ გოგიაშვილი (სამტრედია), ლაშა ხატიაშვილი (კოლხეთი), გურამ მინდორაშვილი (სიონი), გიორგი კიკნაძე (ლოკომოტივი), კახა კახაბრიშვილი (ჩიხურა), გიორგი ბუხაიძე (ჩიხურა).
ასევე, ცხინვალელებს აკაკი ჯანელიძე “არჰავი სპორიდან”, ერეკლე სულთანიშვილი “გაგრადან”, პაპუნა მოსემდღვლიშვილი “მერანიდან” დაემატა. 2 ახალი მეკარე – ივან ტირიჩი და გუნდის კაპიტანი, გიორგი ნადირაძე “შევარდენიდან” “ცხინვალს” დაუბრუნდა.
“ცხინვალმა” გასულ წელს ლიგა 2-ში დარჩენა ბოლო ტურში სასწაულებრივად მოახერხდა და მხოლოდ ბურთების უკეთესი შეფარდებით აჯობა “მერანს”, შემდეგ კი პლეი-ოფში “ბახმარო” დაამარცხა.
კლუბი “ზამთრის თასის” გამარჯვებული გახდა და საუკეთესო მოთამაშედ ახალწვეული ქურდაძე დასახელდა.