“ცხინვალი” უმაღლეს ლიგას დაემშვიდობა
დღეს უმაღლესი ლიგის ბოლო – მე-14 ტურის შეხვედრები გაიმართა.
თეთრ ჯგუფში საჩხერის “ჩიხურამ” “ცხინვალი” “დინამო არენაზე” მიიღო. ამ მატჩს გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა სტუმრებისთვის, რადგან ისინი მხოლოდ მოგების შემთხვევაში დარჩებოდნენ უმაღლეს ლიგაში.
შეხვედრა საჩხერლების უპირატესობით წარიმართა. ისინი თავიდან სამბურთიანი უპირატესობით გავიდნენ წინ. პირველი მათგანი “ჩიხურას” მოთამაშემ, გიორგი გაბედავამ 29-ე წუთზე შეაგდო. ტატანაშვილმა კი 62-ე და 67-ე წუთებზე მოახერხა დუბლის შესრულება. 68-ე წუთზე მაქაცარიამ შეძლო ერთი ბურთის გაქვითვა. წერტილი 90-ე წუთზე კიდევ ერთი გატანილი გოლით საჩხერლებმა დასვეს. საბოლოოდ, მატჩი, ანგარიშით, 4-1 დასრულდა.
ამ გამარჯვების შემდეგ საჩხერლებმა 29 ქულა დააგროვეს. ხოლო, “ცხინვალმა” კი ვერ შეძლო “გურიასთვის” გადასწრება და გათამაშება მე-7 ადგილზე დაასრულა. შესაბამისად, ეს გუნდი ამიერიდან პირველ ლიგაში იასპარეზებს.