“ცხინვალის” გამაჯრვება დაძაბულ და სანახაობრივ მატჩში
დღეს, მიხეილ მესხის სტადიონის სათადარიგო მოედანზე “ცხინვალსა” და “სამტრედიას” შორის უმაღლესი ლიგის მე-19 ტურის ცენტრალური შეხვედრა გაიმართა.
მატჩი საკმაოდ სწრაფ ტემპში, მასპინძელთა უპირატესობით დაიწყო, თუმცა “სამტრედიელებმა” ტემპის დაგდგება და ბურთის მოპოვება შეძლეს. ცოტა უცნაურიც კი არის, რომ გოლი ზამთარაძის გუნდის კარში სწორედ ამ დროს გავიდა. თუმცა მანამდე მე-10 წუთზე რევაც გეწაძემ დაარტყა საჯარიმოს მისადგომებიდან და “ცხინვალი” ნადირაძემ გადაარჩინა. მე-15 წუთზე ბეჭვაიას გადაცემის შედმეგ იაშვილის დარტყმული ასცდა კარს. სულ რაღაც ორ წუთში კი ანგარიში გაიხსნა. მოედნის ცენტრში სტუმართა შეცდომით ცერცვაძემ ისარგებლა, შინდაგორიძეს გადააწოდა და ამ უკანასკნელმაც საჯარიმოს ხაზიდან შორეულ კუთხეში ლამაზი გოლით გახსნა ანგარიში.
გაშვებული გოლის შემდეგ სამტრედიელთა უპირატესობა აშკარა გახდა. 25-ე წუთზე ანგარიშის გათანაბრების შანსი ბეჭვაიას ჰქონდა, რომლის დაახლოებით 11 მეტრიდან დარტყმული ნადირაძემ კუთხურზე მოიგერია. რამდენიმე წუთში სტუმრებმა ზედიზედ სამი კუთხური მოაწოდეს, რაც 30-ე წუთზე გოლით დასრულდა. უმეთვალყურეოდ დარჩენილ კაკუბავას ახლო მანძლიდან კარის დალაშქვრა არ გასჭირვებია. აღსანიშნავია, რომ ამ ეპიზოდში მასპინძლები მეკარეზე თამაშის წესების დარღვევის დაფიქსირებას ითხოვდნენ.
ტაიმის ბოლოს “ცხინვალს” უპირატესობის დაბრუნება შეეძლო, მაგრამ ხელსაყრელი მოემნტი ვერ გამოიყენა. მარჯვენა ფლანგზე შინდაგორიძის შესანიშნავი რეიდის და ჩაწოდების შემდეგ კაჭარავა ბურთს ვერ შეწვდა.
მეორე ნახევარი სამტრედიელთა უპირატესობით დაიწყო. განსაკუთრებით აქტიური მათი შეტევის მარჯვენა ფლანგი იყო, სადაც გრიგოლ დოლიძე ამწვავებდა. თუმცა, მასპინძლები თავს კარგად იცავდნენ და მომენტების შექმნასაც ახერხებდნენ. 50-ე წუთზე მარჯვენა ფლანგიდან ცერცვაძის ჩაწოდებას მახარობლიძის თავური მოჰყვა, რომელიც კარს მცირე მანძილით ასცდა. 9 წუთში კი რატი ცაცკრიალაშვილი ულამაზესი გოლის ავტორი გახდა – 2:1.
“სამტედია” შეტევაში დიდი ძალებით წავიდა, რამაც დაცვაში თავისუფალი ზონები გააჩინა. ცხინვალელებს კონტრშეტევებზე ააგეს თამაში და რამდენჯერმე გატანაც შეეძლოთ, მაგრამ ლექვთაძის, კაჭარავას და მახარობლიძის მცდელობები უშედეგო აღმოჩნდა.
81-ე წუთზე კი სტუმრებს მატჩის გადარჩენის შანსი მიეცათ. მახვილი კუთხიდან ნადირაძის კარის დალაშქვრას ლეონარდო რამოსი ცდილობდა, თუმცა სამტრედიელთა ბრაზილიელი ლეგიონერის დარტყმა ძალზედ არაზუსტი გამოდგა. დარჩენილ დროში აღარაფერი შეცვლილა და “ცხინვალმა” უმნიშვნელოვანეს შეხვედრაში მოპოვებული გამარჯვებით “სამტრედიას” გადაასწრო და მე-4 საფეხური დაიკავა.
ცხინვალი 2-1 სამტრედია
გოლები: შინდაგორიძე 17′ (1:0); კაკუბავა 30′ (1:1); ცაცკრიალაშვილი 57′ (2:1)
„ცხინვალი“: ნადირაძე, ქარდავა, მახარობლიძე, ცაცკრიალაშვილი(მაისაშვილი ’82), შინდაგორიძე, კაჭკაჭიშვილი, ცერცვაძე, ლექვთაძე(მარკოზაშვილი ’89), კილასონია, ბაჩიაშვილი, კაჭარავა(თარხნიშვილი 76’).
მთ.მწვრთნელი: კახი კაჭარავა
„სამტრედია“: თევდორაძე, კაკუბავა, ხიზანიშვილი, გრიგალაშვილი, კვირკველია, ბეჭვაია, შარიქაძე(ბოლქვაძე ’60), გორგიაშვილი(რამოსი 72’), გეწაძე, დოლიძე, იაშვილი(კაპანაძე 60’).
მთ.მწვრთნელი: ზაზა ზამთარაძე
მარიამ ნიშნიანიძის ფოტოები